გმადლობთ, კეთილი მეზობლებო » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » გმადლობთ, კეთილი მეზობლებო

გმადლობთ, კეთილი მეზობლებო


არის ქართული ანდაზა - „ძმა ძმისთვისა - შავი დღისთვისა“, მაგრამ გასაჭირში ძმაზე ნაკლები როდია ადამიანისათვის კარის მეზობელი. ამაში მაშინ დავრწმუნდით ჩვენი ოჯახის წევრები, როდესაც საკვამურიდან ამოვარდნილმა ჩვენთვის შეუმჩნეველმა ნაპერწკალმა სახურავს ცეცხლი გაუჩინა და ალმა სახლის გარკვეული ნაწილი დააზიანა. დიდ ზარალში ჩავარდებოდით, მეზობლების ფხიზელ თვალს, რომ არ შეემჩნია ხანძარი და თვითონვე არ მიეღოთ ზომები ოთახებიდან ავეჯისა და სხვა ნივთების გარეთ გატანაში.
მადლობას ვწირავ ჩვენს კეთილ მეზობლებს ნოდარ ჭიხვარიას, ოლია ქოიავას, მამია გოგოლს. მათ მოეშველნენ ნ.ჭიხვარიას ოჯახში მომუშავე ოსტატებიც. მალე სახანძრო რაზმიც მოვიდა და სახლი მთლიან დაწვას გადაარჩინა.

მარინა კუჭავა
მიქაბერიძის ქ. №11 სახლის მცხოვრები
გაზეთი „ახალი კოლხეთი“ №5 (10180) 1988 წელი 12 იანვარი
713
    

კომენტარები -
0

რეკლამა