სწრაფად, ოპერატიულად » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

სწრაფად, ოპერატიულად

ამას წინათ ქ. ფოთში ცაგარელის ქუჩაზე მდებარე მოქ. ჩარგაზიას კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის მიზეზი იყო დროებითი ღუმელის საკვამლე მილიდან წვად კონსტრუქციამდე სათანადო ხანძარსაწინააღმდეგო ძგიდეების უქონლობა. ღუმელიდან საკვამლე მილით მიმავალი ტემპერატურა უშუალოდ წვად კონსტრუქციებს გადაეცემოდა. ხანძარმაც არ დააყოვნა. ფარული გზით წვა დროზე იქნა შემჩნეული სახლის მფლობელის მიერ, რომელმაც დახმარებაზე დაუყოვნებლივ იხმო სახანძრო რაზმი. ნაბადის უბნის პროფესიონალური სახანძრო რაზმის მორიგე ქვედანაყოფიც ლ. ჩხეტიას მეთაურობით მყისვე გაეშურა შემთვევის ადგილისაკენ და ახლად დაწყებული ხანძარი უვნებელყვეს უზარალოდ.
ხანძრის უზარალოდ ლიკვიდაცია უპირველესად განაპირობა მისმა დროუმა აღმოჩენამ. სახლის მფლობელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ხანძრის შემჩნევისთანავე იხმო მან მეხანძრეები. ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ადგილობრივი ძალებით უნდათ ხანძრის ჩაქრობა, რის გამოც სასურველ შედეგს ვერ აღწევენ და ხანძარი უფრო ძლიერდება. მხოლოდ ამის შემდეგ ეძახიან სახანძრო ქვეგანაყოფს. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ხანძრის ლიკვიდირება უზარალოდ არ სწარმოებს. ასევე, ხანძრის გვიან აღმოჩენაც არ იძლევა დადებით შედეგს.
ზამთარი ძალას იკრებს, მეტი ყურადღება და სიფხიზლეა საჭირო ხანძრის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მის წარმატებით ჩასაქრობად.

ლევთერ ჭოჭუა
ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმის უფროსი

გაზეთი „ახალი კოლხეთი“ №152 (9703) 1984 წელი 18 დეკემბერი გვ.4
738
    

კომენტარები -
0

რეკლამა