„საქმემან შენმა გამოგაჩინოს“ » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » „საქმემან შენმა გამოგაჩინოს“

„საქმემან შენმა გამოგაჩინოს“

დალი თორდინავა

„ლამაზია ცხოვრებაო“- უთქვამს ბრძენს და ჩვენც ხშირად ვიმეორებთ ლამაზია თავისი ავ-კარგით. და მას ლამაზ ადამიანები ხდიან, ის ადამიანები, რომლებსაც მიზნად ცხოვრების გალამაზება დაუსახავთ. ჩემი რესპოდენტიც ამ ადამიანებს მიეკუთვნება. რა იქნებოდა საწურთო ასეთი ადამიანების გარეშე? ალბათ შავთეთრი. ამ ადამიანებს შემოაქვთ ჩვენს ყოფაში ფერთა ეს პალიტრა.
ამური მაისაია, რომ გავიცანი ალბათ არც კი ვიფიქრებდი ამ ნიჰილიზმით გაჯერებულ ქვეყანაში კიდევ თუ დარჩნენ ასეთი ენერგიული, მოუსვენარი, ახლის მძებნელი „საქმემან შენმა გამოგაჩინოს“ადამიანები, რომლებიც ყველა ამ სასიკეთო თვისებას გარშემო მყოფისათვის ხარჯავს, ხარჯავს უშურველად და სიამოვნებს მისით კმაყოფილი და მადლიერი ადამიანების დანახვა. მჯერა, ამ დროს ერთს ფიქრობს: ალბათ „ღირდა ამად“.
ფესვები - ამური მაისაია 1969 წლის იანვარში დაიბადა, მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში. მუდამ კირკიტა და მოუსვენარი სკოლაში 6 წლისა შეიყვანეს. არ ახალია თუ ვიტყვი ადამიანის პიროვნულად ჩამოყალიბდება ადრეული ასაკიდან ოჯახში იწყება. მამით ადრენ დაობლდა და ქვრივად დარჩენილმა დედამ „ოთარაანთ ქვრივივით“ სიმკაცრის ნიღაბი მოირგო, რომ დაობლებული ვაჟები არ გაეთამამებინა. აღზრდის საქმეში ღმერთმა კეთილშობილი მაზლი გამოუგზავნა.
ამურის ბიძამ, საჯარო სამსახურის დამსახურებულმა პიროვნებამ, ჯემალ მაისაიამ მთელი ყურადღება ობოლ ძმიშვილებზე გადაიტანა და ადრე დაქვრივრებულ რძალს ფარად დაუდგა.
ამური, საერთო ბაასში ხშირად ამბობს: მთელი ცხოვრება ვფიქრობდი ის გამეკეთებინა და ისე მოვქცეულიყავი, ბიძისათვის რომ მესიამოვნებინაო. როცა ბავშვობაში ან „საქმემან შენმა გამოგაჩინოს“ყმაწვილკაცობაში რაიმეს გადავწყვეტდი პირველი ფიქრი იყო: ბიძა რას იტყვის? ცხოვრების გზაც ბიძის მითითებით და რჩევით გაკვალა და რასაკვირველია ამ ფესვმაგარი ხეზე გაზრდილი ტოტებიც ძლიერი გამოდგა.
ცხოვრების გზები - 1984 წელს 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა ფოთის პროფესიულ - ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფოთის პროფესიულ - ტექნიკური სასწავლებელი, რესპუბლიკაში თუ ერთად-ერთი არა ერთერთი მაინც იყო რომელიც, დისციპლინით, მაღალ კვალფიციური კადრებით და აკადემიური მოსწრებით რესუბლიკაში გამოირჩეოდა. ამ სასწავლებლის კურს დამთავრებულები კავშირის მრავალ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებდნენ სწავლას. 1987 წელს დაამთავრა თუ არა სასწავლებელი, როგორც იმ დროს ყველა ახალგაზრდა, სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. გაიარა 2 წლიანი სამხედრო, სავალდებულო სამსახური, ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესუბლიკაში, სახმელეთო ჯარში, იყო ოცეულის მეთაურის მოადგილე. მისმა ხასიათმა აქაც გამოაჩინა ქართველი ახალგაზრდა. 16 სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდა მსახურობდა და ამური მუდამ მოწინავე პოზიციაზე იყო. ალბათ ამიტომაც გამოარჩიეს და პარტიის რიგებში წევრობა შესთავაზეს და იმავე დღეს გასაუბრებაზეც უხმეს.
- წარმოიდგინე რა დღეში ჩავარდებოდი, არც კი ვიცოდი რას მკითხავდნენ. საუბარში გამოიკვეთა რომ ჯარისკაცების სულიერ სამყაროს, აზროვნებას დავკვირვებოდი და საგანგაშო„საქმემან შენმა გამოგაჩინოს“ სიტუაციის დროს მომეხსენებინა სადაც ჯერ არს. მე ამ საქმეს არ გავაკეთებ, სულაც არ ვიკლავ თავს პარტიის წევრობაზე, ამ მოთხოვნის გარეშე თუ მიმიღებთ მიმიღეთ თუ არა და არ მინდა - მეთქი, აპილპილებულმა დავტოვე დარბაზი. მერე პოლკის „პარტორგი“-ს თავმჯდომარემ გამომიძახა, დამამშვიდა, მეჩვენებოდა რომ ვუყვარდი და ჩემი ქართველი ბუნებისათვის პატივს მცემდა. რამოდენიმე დღეში მთელი პარტიის ისტორია, პროგრამები, ყრილობები სულ დავიზუთხე, მიღების დროს ვხედავდი ჩემს წინ გასულები როგორ „აგდებდნენ“ შეკითხვებს და ადგილზე ვერ ვისვენებდი, რომ ჩემი ცოდნით გამეკირვებინა ისინი, ყვება და უღიმის თავის მოგონებებს. იმ წლებს კიდევ ერთი წერილი, დედისათვის სამხედრო ნაწილის ხელმძღანელების გამოგზავნილი სამადლობელი წერილი ამშვენებს: „პატივცემულო მთვარისა ბათლომეს ასულო, მიიღეთ ჩვენი გულრწრფელი მადლობა ასეთი კარგი შვილის აღზრდისათვის. ამური სამშობლოს ერთგული დამცველია. მან თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა, ზრდილმა, დისციპლინირებულმა ახალგაზრდამ. იგი სამხედრო და პოლიტიკური მომზადების ფრიადოსანია.“ რა უნდა იყოს დედისათვის ამაზე დიდი სიხარულის მომტანი. დედასთან ერთად, მჯერა მაშინ ბატონი ჯემალიც სიამაყით ამაღლდა. „ყოჩაღ შვილო“ ფიქრობდა ალბათ. დაამთავრა სამხედრო სამსხური დაბრუნდა სამშობლოში და დახვდა სულ სხვა საქართველო, ძველი ღირებულებების რღვევით და ახალი ცხოვრების გზების ძიებაში. და ამურიც ირჩევს...
„სადაც არის ბედი შენი...“
1990 წელს მუშაობს იწყებს ფოთის დამოუკიდებელ გასამხედროებულ სახანძრო რაზმში მეხანძრედ. 1991 წელს იგი უკვე სახანძრო სამსახურში ათეულის მეთაურია. 1991 წელს თბილისის სახანძრო სასწავლო ცენტრში გადის მეთაურთა კურსებს და პარალელურად სწავლას აგრძელებს ი.ვეკუას სახელობის სოხუმის ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1992-2001 წლამდე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ინსპექტორია. შემდეგ უფროსი ინსპექტორი. ისევ რეორგანიზაცია და დამოუკიდებელი გასამხედროებული სახანძრო სამსახური, თვითმმართველი ფოთის მერიის სახანძრო სამაშველო სამსახურია და ამური ოცეულის მეთაურია. სწორედ იმ დროს ქალაქში ერთ-ერთ არქიტექტურულ ძეგლს ყოფილ ქალაქის მე-3-ე საშუალო, ხოლო შემდეგ სკოლა-ლიცეუმს განადგურება დაემუქრა. სხვენის სათავსოში ხანძარი გაჩნდა. დიდი დაკვამლიანების გამო რთულდებოდა „საქმემან შენმა გამოგაჩინოს“ ხანძრის კერის აღმოჩენა და რისკი ხანძრის გავრცელებისა დიდი იყო. ხანძრის ჩასაქრობად ამურის ოცეული იბრძოდა. ცეცხლის ჩაქრობამდე ელ.ენერგია უნდა გამორთულიყო, ეს არ იყო მაშინ უბრალოდ რიჩაგის ჩამოწევა, მთელი რიგი ინსტანციების ჩარევა იყო საჭირო რომელიც დროში იჭიმებოდა. მაგრამ ოცეულმა მოგვარების დრო მაქსიმალურად გამოიყენა, ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, ხანძრის კერის დაზვერვა და შუქის გამორთვისთანავე დაიწყო ბრძოლა ხანძართან. დაკვავლიანება სუნთქვას ართულებდა, ეწვოდათ თვალები ბევრს ცრემლდენა დაეწყოთ, იმ დღეს ბევრმა მიიღო სხვადასხვა დაზიანება მაგრამ იმ ღამით ამაზე არ უფიქრიათ, რადაც არ უნდა დამჯდარიყო, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ეს შენობა, რომელიც გასული საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიული ნიმუში იყო, ეხსნათ განადგურებისაგან. და იხსნეს კიდეც. მაგრამ ქალაქს „სიღარიბის“ გამო არ შეეძლო მატერიალური ფორმით გადაეხადა გაწეული თავდადება, რომლითაც არა მარტო მრავალ ათასიანი ქონება კი არა, ქალაქის ისტორიაც გადაარჩინეს. ეს მაგალითი იმიტომ გამოიყო საუბრის დროს რომ, ამ საშვილისშვილო საქმეში მის წვლილიც იყო. იგი ხომ ისტორიის, თავისი კუთხის წარსულის ფოლიანტებში „ქექვის“ მოთაყვანეა.
2007 წლიდან სახანძრო სამაშველო განყოფილების უფროსია.
ჰობი - როცა ადამიანს, სიცოხცლის ყოველი წუთის მაქსიმალურად გამოყენება სურს, ყოველთვის, ყველაფრისთვის აქვს დრო. ასეა ამურის ცხოვრებაშიც. უყვარს წიგნები და კითხვა. გამორჩევით მსოფლიო დეტექტივი და ისტორია. სამსახურიდან დაბრუნებული თავის ოთახში განმარტოება, კითხვა, სიტყვებთან ჭიდილი და ფიქრი თავისი იდეის განხორციელების გზებზე. ბევრმა კითხვამ ნაყოფი გამოიღო და ახლა თავად გაუჩნდა დიდი სურვილი წერისა. ბევრი ფიქრი და უძილო ღამე უთენია თუ როგორ შეესხა„საქმემან შენმა გამოგაჩინოს“ ხორცი მიზნისათვის -მეტი სიხარული მოეტანა მეგობრებისათვის, კოლეგებისათვის. ჯერ შექმნა ინტერნეტ საიტი და ყველა ღვაწლმოსილი თუ გვერდით მდგომი მეგობრები გააცნო ინტერნეტ მომხმარებლებს და როცა ნახა რამდენი მკითხველი ყავდა და სულ უფრო იზრდებოდა მათი რიცხვი, სხვა იდეაც დაიბადა, ინტერნეტ მომხმარებელი განა ყველაა, ამიტომ ფურცელზე უნდა გადაიტანოს ნაფიქრ - ნააზრევი. ალბათ რამდენჯერ საჭირო სიტყვის, აზრის სრულყოფილებაზე ფიქრში ჩაძინებია, მერე შუაღამეს გაღვიძებია საჭირო აზრის გორგალის თავი ხელში ჭერია და ნაუცფათებად ჩაუნიშნია ძილ-ღვიძლში მყოფს. ამ ფიქრთა ჭიდილის ნაყოფია ჟურნალი „ბორბონჩია“ და ამურს ერთი წუთითაც არ უფიქრია რომ ასეთი თამამი იდეების ხორცშესხმა ფინანსებთანაა დაკავშირებული, რომ ეძებნა კარგი სპონსორები, სამაგიეროდ მეგობარი კოლეგები დაუდგნენ გვერდში და ხარჯებიც ჟურნალის გამოშვებისათვის საკუთარ თავზე აიღეს. მაშინ პირველმა ნომერმა აღაფრთოვანა, ძალა შეჰმატა უფრო განუმტკიცდა იდეა. მერე ჟურნალთან კირკიტისას აღმოაჩინა ბევრი ხარვეზიც რომელიც დასახვეწი იყო, ასევე დასახვეწი იყო ჟურნალის პერიოდულობის დადგენა და მისი დაცვა. ამისათვის მყარი ბაზის შექმნა იყო საჭირო ფიქრი ფიქრს ბადებს. და დოკუმენტურ, მცირე მეტრაჟიანი ფილმის გადაღებაც გაწყვიტა ფოთელ მეხანძრეებზე. უკვე შექმნილი აქვს მეხანძრის ჰიმნი, რომელიც ფილმს გაჰყვება.
აქვე მინდა დავამატო რომ ამურის ეს საინტერესო იდეა საქართველოში პირველია და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ იგი მთელი ქალაქის მხარდაჭერას და თანადგომას იმსახურებს. ახლაც ვერ გავიმართლებთ თავს „ქვეყანას უჭირსო“.
ლამაზი ოჯახი, ქვეყნის სიძლიერის საძირკველია.
რაც მეტი კარგი, ჯანსაღი წელგამართული ოჯახები ეყოლება ქვეყანას, მით მეტად გაძლიერდება და მიმზიდველი იქნება საქართველოც. რადგან ოჯახი ხალხის სახეა.
„საქმემან შენმა გამოგაჩინოს“ ამურის აქაც გაუმართლა. მისის მეუღლე - ეკა ბერაია შემქმნელი და სულისჩამდგმნელია ამ ლამაზი ოჯახის, სრულყოფილი დიასახლისი. ოთახის ყოველ კუთხეში, ყოველ ხაზში იგრნობა მისი ხელი ქალისა, რომელიც ზრუნავს ოჯახი იყოს სიმშვიდის ნავსაყუდელი. თუმცა მეუღლის ჰობისადმი მიჯაჭვას დიდად არ უჭერს მხარს: სულ რაღაცას წერს, სულ კომპიუტერს უზის დასვენებაც არ ახსოვს, ჭამაც კი ავიწყდება - საყვედურობს იგი.
ოჯახს ორი ლამაზი ფერია ეზრდება.
უფროსი ანა - სტუდენტია, სწავლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე.
უმცროსი მაგდა - ფოთის №15 საჯარო სკოლის მე-7-ე კლასელია და მამასაც გვერდში უდგას, „ეხმარება“ კორესპოდენციების შედგენა დაკაბადოება, გაფორმებაში.
უფალო! უმრავლე საქართველოს ასეთი ჯანსაღი, თავდადებული ოჯახები რადგან ესაა ქვეყნის სიმდიდრეც და წინსვლის გარანტიც.
2254
    

კომენტარები -
0

რეკლამა