გმირობასთან წილნაყარი კაცის ცხოვრება » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » გმირობასთან წილნაყარი კაცის ცხოვრება

გმირობასთან წილნაყარი კაცის ცხოვრება

დალი თორდინავა

არის პროფესიები რომელიც გმირობას, ვაჟკაცობას და თავგანწირვას მოითხოვს. როცა სახლიდან გადიხარ და არ იცი როგორი იქნება ეს დღე. მოკლედ რომ ვთქვათ მუდამ ბეწვის ხიდზე გადიხარ.
სწორედ ასეთ ადამიანზე მოგითხრობთ ამ სტატიაში იგი ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ოცმეთაურის მოადგილე ხვიჩა წულაიაა. საოცრად მორიდებული კაცი, რომ იტყვიან „სიტყვა გაზით უნდა ამოააძროო“, ისეთი.
ძუნწად პასუხობდა შეკითხვებს ამიტომ მის მეგობარს და ხელმძღვანელს ამური მაისაიას სიტყვიერი და წერილობითი დახასიათებით ვსარგებლობ რომ ოდნავ მაინც მივამსგავსო არსებული- სასურველს.
გმირობასთან  წილნაყარი  კაცის  ცხოვრება ერთი შეხედვით გამიკვირდება ხვიჩა თუ 50 წლისაა ან როგორც ჩვენში იტყვიან „მზე შუბის ტარზე“ ასაკისაა, საოცრად ახალგაზრდად გამოიყურება მეხანძრეობა გმირობასთან წილნაყარი პროფესიაა იგი გენში უნდა გქონდეს და ასე აღმოჩნდა ჩემი რესპოდენტის შემთხვევაშიც.
ბაბუა, დედის მხრიდან, შოთა ხულორდავა გალში კოლონიაში მუშაობდა. მამა ლენტო წულაია, მარტვილში სახანძრო საზოგადოებაში მუშაობდა. ამიტომ ხვიჩაც უფროსი წინაპრებივით ხიფათიან, ვაჟკაცურ პროფესიას ირჩევს. სკოლის დამთავრების შემდეგ 1988 წლიდან მუშაობს მარტვილის, ზუგდიდის მილიციაში.
1989 წლის მარიამობაა ეს სოფელ ბალდაში დიდი დღესასწაულია ყველა ერთად იყრის თავს. ჩამოდიან ნათესავ-მოკეთეები. იშლება მდიდრული - მეგრული სუფრები, არის ცეკვა - სიმღერა. სპორტული შეჯიბრებები და ყველაზე მთავარი გასათხოვარ გოგოთა „გადანახულება“. ასე გაიცნო ხვიჩამ როზა მიქაიაც. ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ და დაედო სათავე მათ სიყვარულს. 3 წელი გრძელდებოდა მათი ლამაზი სიყვარულის ისტორია და 1992 წელს იქორწინეს.
მალე მოვიდა მამობის ბედნიერება, იგი ახლა უბედნიერესი მამაა. მამა 3 ვაჟკაცისა.
1993 წელს დაიბადა ჯონი. იგი ახლა მამასთან ერთად მუშაობს. დაოჯახდა კიდეც და მეუღლე გალინასთან ერთად უკვე მშობლებიც არიან.
ემრავლოს ახალგაზრდა ოჯახს და ბაბუისა და მამის ვაჟკაცური პროფესიის გამგრძელებელიც აღეზარდოთ. რათა არ გაწყდეს წულაიათა დინასტიის ჯაჭვი.
1995 წელს მეორე ვაჟი ჯონი მოევლინა ქვეყანას. მან სხვა პროფესია აირჩია, მანქანის სიყვარულმა, ბავშვურმა ჩხირკედელაობამ შეაყვარა თავისი საქმე, იგი ავტო-სპეციალისტია და იმედია გენში გამჯდარი ძირის - ძირამდე საქმის ფლობისა, მისი საუკეთესო ოსტატის სახელის ფლობის. საწინდარი იქნება. გმირობასთან  წილნაყარი  კაცის  ცხოვრება
1997 წელს ჯეირანის დაბადებამ გაახარა ოჯახი მან საშუალო განათლებაც მიიღო და სამშობლოს წინაშეც ვალი პირნათლად მოიხადა. ალბათ ისიც თავისი სამომავლო არჩევანით ასახელებს გვარს.
სამი შვილის მამა ოჯახთან ერთად 1998 წელს მარტვილიდან ფოთში ჩამოდის და მამის გზის გამგრძობი ხდება. იგი მუშაობას ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურისგმირული კოლექტივის წევრი ხდება. ხიფათით აღსავსე იყო გზა რიგითი მეხანძრიდან ოცეულის მეთაურის მოადგილემდე. მრავალ ხიფათიან ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა, უხსნია მატერიალური ფასეულობაცა და სიცოცხლეც. ადამიანს მის ასაკში სჩვევია უკან მიხედვა, განვლილ გზას რომ გადაავლოს თვალი და ალბათ სიამაყით უთქვამს საკუთარი თავისათვის: ყოჩაღ ხვიჩა, - ჩემი ქცევით გაწითლება რომ არ მიწევს“.
მართლაც, არასდროს შეშინებულა და დაუხევია უკან, რადგან ყოველთვის ცდილობდა გამოცდილ მეხანძრეთა გვერდში ყოფილიყო და მათვის მიებაძა. ასე გამოიწრთო და გახდა მისაბაძი ასეთი პიროვნება რომ გიყვარდეს და გეამაყებოდეს გასაკვირიც არაა. ამასთან იგი კაცთმოყვარე, უღალატო მეგობარია. ამასთან საოცრად ჩუმი, ხმაურის გარეშე რომ აკეთებს თავის საკეთებელს.
ალბათ ყველა ამ თვისების გამო გამორჩევით უყვარს და აფასებს განყოფილების უფროს ამური მაისაიას. ამიტომ „ენა არ უშრება“ დამანახოს მისი დადებითი მხარეები. სულ ცდილობს ამ თავდადებულ ადამიანს არ დაეკარგოს ღვაწლი და ჯეროვნად დააფასოს კიდეც.
გმირობასთან  წილნაყარი  კაცის  ცხოვრება მე აღტაცებული ვარ ამ შესანიშნავი კოლექტივის გაცნობით. დიდი ხანია კოლექტივების, სადაც ყალიბდება, ადამიანურობა, კაცურ-კაცობა, ხალხისა და ქვეყნის სიყვარული, თავდადება მეგონა წარსულში დარჩა და რეალობაში დანახულმა იმედი მომცა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენაა რადგან არიან მსგავსი „კოლექტივები“, სამჭედლო ქართული სულის წრთობისა. მეც კი აღტაცებული ვბრუნდები და ამეკვიატა სიტყვები „კიდევაც დაიზრდებიან, ... ლეკვები მგლისანი“ დიახაც მე ცეცხლთან მებრძოლებთან დავინახე, რომ ცხოვრება უკეთესობისკენაა. აბა, რა მოკლავს ქართულ გენს სადაც ასეთი ხალხია, ხალხისავე სადარაჯოზე.
1738
    

კომენტარები -
0

რეკლამა