Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  უფროსი მეხანძრე-მაშველი
> ფუნქცია მოვალეობა > უფროსი მეხანძრე-მაშველი

უფროსი მეხანძრე-მაშველი


10-04-2016, 09:46. ავტორი: amuri
უმცროსი ინსპექტორი

size=3]
(ფუნქცია მოვალეობა)

1.სააგენტოს დანაყოფის უფროსი მეხანძრე-მაშველი უშუალოდ ემორჩილება გათვლის უფროსს და მისი არყოფნის შემთხვევაში ოცეულის მეთაურს (მორიგე ცვლის უფროსს);
2.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
3. მეხანძრე-მაშველი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:
ა) მორიგეობის დაწყებისას მიიღოს მასზე მიმაგრებული სახანძრო ინსტრუმენტი, სახანძრო და საავარიო-სამაშველო მოწყობილობები გათვლის ტაბელის ნომრის მიხედვით;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაატაროს მასზე მიმაგრებული მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შემო¬წ-მება და ტექნიკური მომსა¬ხუ¬რება;
გ) შეასრულოს მოვალეობები მორიგე სამსახურის განხორციელებისას საგუშაგოებზე და შიდა განაწესის მიხედვით;
დ) გავიდეს გამოძახების ადგილზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;
ე) სრულყოს საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონე და სახანძრო ინსტრუმენტთან, სახანძრო და საავარიო-სამაშველო მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში მუშაობის უნარ-ჩვევები;
ვ) უზრუნველყოს შრომის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების წესების და სანიტა¬რულ-ჰიგიენური ნორმების მორიგეობის პერიოდში განუხრელი დაცვა;
ზ) გაუფრთხილდეს დანაყოფის ქონებას, უზრუნველყოს მასზე მიმაგრებული სახანძრო ინსტრუმენტის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო მოწყობილობის, ინდივიდუალური აღჭურვილობის, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, კავშირის საშუალებების გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა.
4. სააგენტოს დანაყოფის მეხანძრე-მაშველს უფლება აქვს:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახანძრო ინსტრუმენტით, სახანძრო და საავარიო-სამაშველო მოწყობილობით და ინდივიდუალური აღჭურვილობით;
ბ) გაეცნოს გასვლის რაიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას;
გ)მიმართოს წინადადებებით ოცეულის მეთაურს (მორიგე ცვლის უფროსს), გათვლის უფროსს მორიგე სამსახურის ორგანიზების პირობების გაუმჯობესების თაობაზე.
5.ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
გადიდება