Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110 Deprecated: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; xmlParser has a deprecated constructor in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/rss.class.php on line 18  უფროსი ინსპექტორი
> ფუნქცია მოვალეობა > უფროსი ინსპექტორი

უფროსი ინსპექტორი


10-04-2016, 09:35. ავტორი: amuri
(ფუნქცია მოვალეობა)

1.ახორციელებს რეგიონალური და მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების, საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების შემუშავებას, სრულყოფას, სისტემატიურ კორექტირებას და განახლებას, მათი საბაზისო მონაცემების შექმნას, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში მისი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა ეფექტურად დაგეგმვას და წარმართვას. ორგანიზებას უწევს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ღონისძიების შემუშავებასა და დაგეგმვას, სისტემატიურ კორექტირებას და განახლებას, მათი უზრუნველყოფის მიზნით საბაზისო მონაცემების შექმნას. რეგიონის მასშტაბით ახორციელებს საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ფაქტორებისაგან მოსახლეობის დაცვის, ინფორმირების, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების სწავლების და რეაგირების ძალების მომზადების ღონისძიებებს.
2.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
3.ორგანიზებას უწევს სამმართველოს თანამშრომლების რეაგირების ძალების პერმანენტულ მომზადებისა და გადამზადების ღონისძიებებს.
4.ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის მომზადებას, მის მუდმივად განახლებას და რეგიონის მასშტაბით განხორციელებას.
5.ორგანიზებას უწევს ქალაქისა და მუნიციპალური ერთეულების უსაფრთხოების პასპორტების შემუშავებას.
6.ორგანიზებას უწევს რისკის მართვის გეგმის მომზადებას.
7.ორგანიზებას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით, ტერიტორიების ზონირებას და მოსალოდნელი რისკების დონეების განსაზღვრას.
8.ახორციელებს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების წინმსწრებ მოვლენებზე მონიტორინგს.
9.ახორციელებს რეგიონში არსებულ პოტენციურად საშიშ ობიექტებზე (ქიმიური, რადიაციული, ფეთქებად-ცეცხლსაშიში) შესაძლო ავარიების შედეგების პროგნოზირებას.
10.ორგანიზებას უწევს/აკონტროლებს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტენიკური ღონისძიებების სამშენებლო ნორმებისა და წესების შესრულებას.
11.ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციის შედეგად ევაკუირებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებში განთავსებას და მათი სასიცოცხლო პირობებით უზრუნველყოფას.
12.ორგანიზებას უწევს ყველა კატეგორიის მოსახლეობის (სამიზნე ჯგუფების მიხედვით) საყოველთაო მომზადებას საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისა და ქცევის წესების, დაცვის ძირითადი ხერხების, აგრეთვე დაზარალებულთათვის პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების შესწავლის მიზნით.
13.ორგანიზებას უწევს მოხალისე სამაშველო ძალების მომზადებას და რეგისტრაციას.
14.ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
გადიდება