Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ხაზით
> ფუნქცია მოვალეობა > სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ხაზით

სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ხაზით


10-04-2016, 09:09. ავტორი: amuri
(უფროსი ინსპექტორი

(ფუნქცია მოვალეობა)

1.ახორციელებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობას;
2.აკონტროლებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი პროცედურების სათანადოდ შესრულებას;
3.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას.
4.გასცემს კონტროლის ობიექტების ხელმძღვანელებზე სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობას;
5.კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ან/და მათი შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და საფრთხეს უქმნის ადამიანთა უსაფრთხოებას, დროულად ახსენებს ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ განჩინების გამოსატანად სასამართლოსთვის მოტივირებული მიმართვის მომზადებას;
6.ახორციელებს მოსახლეობისათვის, ასევე მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას;
7.კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დროულად უზრუნველყოფს საქართველოს შსს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებისათვის ხანძრის თაობაზე აქტის მიწოდებას შემთხვევის ფაქტზე წინასწარი შემოწმების ჩასატარებლად და გამოძიების დასაწყებად (ხანძრის გაჩენის მიზეზის და მის გაჩენასთან უშუალო კავშირის მქონე პირის, ხანძრით გამოწვეული ზარალის დასადგენად) და იღებს მათგან ინფორმაციას ხანძრებთან დაკავშირებული გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით;
8.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის, პასუხისმგებლობის და სხვა გარემოებების (შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი) გათვალის¬წი¬ნებით;
9. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენისათვის ობიექტების შემოწმებას, სამშენებლო დოკუმენტაციის განხილვას და წინადადებების მომზადებას;
10.კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა-გამოკვლევას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას;
11.სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობას იღებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო; ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდას სათანადო აქტის გაფორმებით;
12.მონაწილეობს წინადადებების და რეკომენდაციების მომზადებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველმყოფი ღონისძიებების შესრულების თაობაზე;
13.უზრუნველყოფს მომხდარი ხანძრებისა და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვისა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოებას;
14.ახორციელებს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხანძრის დროს ქცევის წესების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სწავლებას;
15.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სარგებლობს სხვა უფლებებით.
16.ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
გადიდება