Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  სამსახურის უფროსის მოადგილე
> ფუნქცია მოვალეობა > სამსახურის უფროსის მოადგილე

სამსახურის უფროსის მოადგილე


10-04-2016, 09:00. ავტორი: amuri
(ფუნქცია მოვალეობა)

1.სამსახურის უფროსის მოადგილე კურირებს სამსახურის ორგანიზების, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, პროფესიული მომზადების, შრომის დაცვის საკითხებს, იმყოფება სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში, წარმოადგენს ოცეულის მეთაურის უშუალო უფროსს, ასრულებს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.
2.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
3.ორგანიზებას უწევს სახანძრო-სამაშველო განყოფილების ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობას სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტებზე.
4.სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ან/და მათი შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას, ორგანიზებას უწევს ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ განჩინების გამოსატანად სასამართლოსთვის მოტივირებული მიმართვის მომზადების თაობაზე.
5.სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობას იღებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), როგორც სხვა ადმინისტრაციულმა ორგანო; ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდას სათანადო აქტის გაფორმებით.
6.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზებას უწევს და ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის, პასუხისმგებლობის და სხვა გარემოებების (შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი) გათვალის¬წი¬ნებით.
7.კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს და ახორციელებს ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლას და გამოკვლევას.
8.მონაწილეობას იღებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულებისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის საქმიანობაში.
9.კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის (შემდგომში – შესაბამისობის დადგენა) ობიექტების შემოწმებას, სამშენებლო დოკუმენტაციის განხილვას და წინადადებების მომზადებას.
10.აკონტროლებს შესაბამის სამუშაოების ობიექტების და მოქალაქეების წერილებთან, განცხადებებთან და მიმართვებთან დაკავშირებით.
11.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სარგებლობს სხვა უფლებებით.
12.კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებო დაწესებულებებში ხანძრის დროს ქცევის წესების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სწავლებას.
13.ამზადებს მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წინადადებებს შესა¬ბამის ტერი-ტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დადგენისათვის.
14.სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
15.ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
გადიდება