ქვეგანყოფილების უფროსი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ქვეგანყოფილების უფროსი

ქვეგანყოფილების უფროსი

1.გეგმავს და აანალიზებს ქვეგანყოფილების საქმიანობას.
2. ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს ქვეგანყოფილების პირადი შემადგენლობის მიერ სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებას.
3.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
4.ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებში მომხდარი ხანძრების შესწავლას, ამზადებს ხანძრების ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმომფხვრელ ღონისძიებებს.
5. დადგენილი წესის შესაბამისად დროულად უზრუნველყოფს საქართველოს შსს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებისათვის ხანძრის თაობაზე აქტის მიწოდებას შემთხვევის ფაქტზე წინასწარი შემოწმების ჩასატარებლად და გამოძიების დასაწყებად (ხანძრის გაჩენის მიზეზის და მის გაჩენასთან უშუალო კავშირის მქონე პირის, ხანძრით გამოწვეული ზარალის დასადგენად) და იღებს მათგან ინფორმაციას ხანძრებთან დაკავშირებული გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით.
6.კონტროლს უწევს საზედამხედველო ობიექტებზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოს საქმიანობას და უზრუნველყოფს მის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგების აღრიცხვას.
7.ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ განჩინების გამოსატანად სასამართლოსთვის მიმართვის მომზადებას, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და საფრთხეს უქმნის ადამიანთა უსაფრთხოებას.
8.კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ორგანიზებას უწევს ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა-გამოკვლევას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას.
9.აუქმებს (ცვლის) ქვემდგომი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მომზადებულ და გაცემულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობაში, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებაში, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ განჩინების გამოსატანად მოამზადებულ მოტივირებულ მიმართვაში მითითებულ და სხვა არაკანონიერ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს.
10.კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამზადებს წინადადებებს და რეკომენდაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები¬სათვის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველმყოფი ღონისძიებების შესრულების თაობაზე.
11.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრა¬ცი¬ული სამართალდარღვევის ოქმს, განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარ¬ღ¬ვე¬ვის საქმეს და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს ჩადენილი ადმინისტრა-ციული სამართალდარღვევის ხასიათის, პასუხისმგებლობის და სხვა გარემოებების (შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი) გათვალის¬წინებით.
12.ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსა¬წინააღმდეგო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით;
13.ახორციელებს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებო დაწესებულებებში ხანძრის დროს ქცევის წესების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სწავლებას.
14.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ისარგებლოს სხვა უფლებებით.
15.ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
1930
    

კომენტარები -
0

რეკლამა