Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  ხერხემლის ტრავმა
> ეს უნდა ვიცოდეთ > ხერხემლის ტრავმა

ხერხემლის ტრავმა


15-04-2016, 04:05. ავტორი: amuri
შესავალი


სწავლების მიზანია მსმენელმა აითვისოს შემდეგი უნარ-ჩვევები:
1. ხერხემლის ანატომია;
2. ამოიცნოს და უმკურნალოს ხერხემლის ტრავმას;
3. როგორ უნდა გადაიყვანოს დაზარალებული უსაფრთხო ადგილზე.

ხერხემლის ანატომია

ხერხემლის ტრავმა


ხერხემლის მოტეხილობა

ყოველთვის ივარაუდე ხერხემლის ტრავმა თუკი საპირისპიროში არ ხარ დარწმუნებული, განსაკუთრებით თუკი ანამნეზში ფიგურირებს დაცემა ან თავის ტრავმა

ხერხემლის ტრავმა

კისრის საყელოს დადება

ხერხემლის ტრავმა

გრძელი საიმობილიზაციო ფარი

ხერხემლის ტრავმა


დაზარალებულის გადაყვანა ფარზე

- ეფექტურობისათვის საჭიროა მინიმუმ ოთხ კაციანი ჯგუფი
-სანამ დაიწყებ მოქმედებას, მოამზადე ფარი და მოათავსე იგი დაზარალებულის გვერდზე. მოამზადე ღვედები.
- იმისათვის რომ მოქმედება იყოს შეთანხმებული, ბრძანებებს იძლევა ერთი პირი, ჯგუფის ლიდერი

ფარზე გადაყვანა

Nო. 1 ჯგუფის ლიდერი დგება დაზარალებულის თავთან და აფიქსირებს მას ორივე ხელით.
Nო. 2 დგება ფეხებთან და ორივე ხელით აფიქსირებს მათ.
Nო. 3 + 4 დგებიან დაზარალებულის გვერდით გულმკერდის და მენჯის პროექციაზე.
დაზარალებულის ფარზე გადაყვანა უნდა მოხდეს კოორდინირებულად და ფრთხილად, კოორდინაციას ანხორციელებს ჯგუფის ლიდერი.

მორისებრი მოძრაობა

ხერხემლის ტრავმა


დაზარალებულის ტრანსპორტირება

მხოლოდ ადექვატური იმობილიზაციის შემდეგ შეიძლება დაზარალებულის ტრანსპორტირება.
ტრანსპორტირებისას უნდა გავითვალისწინოთ პრინციპი:-ნელა და ხარისხიანად.

თავის ტვინის შერყევა

- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
- ყურებში შუილი
- გულისრევა

თავის ტვინის შერყევა მძიმე

- გულყრის მცირე პერიოდი,
- ფერმკრთალი სახე,
- ბრადიკარდია,
- ოფლიანობა,
- ზომიერი ჰიპოტენზია,
- გუგების შენელებული რეაქცია

დაჟეჟილობა _ კონტუზია


მიზეზი - ძლიერი აჩქარება ან დამუხრუჭება

სიმპტომები და ნიშნები:
- ცნობიერების დაკარგვა ან გონების დაბინდვა, ამნეზია, უჩვეულო ქცევა
- თავის ტვინის შეშუპება
- შეუპოვარი ღებინება
გადიდება