Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  ხელის სახანძრო კიბეები
> ეს უნდა ვიცოდეთ, ტექნიკური > ხელის სახანძრო კიბეები

ხელის სახანძრო კიბეები


30-03-2015, 15:53. ავტორი: amuri ხელის სახანძრო კიბეები - განკუთვნილია შენობათა ზედა სართულებზე ასასვლელად საშველი სამუშაოების ანდა ხანძრის ქრობისას, როცა შეუძლებელია სტაციონალური კიბეების, სხვა მოწყობილობათა და გზების გამოყენება.
არსებობს სამი ტიპის ხელის სახანძრო კიბე: ჯოხ-კიბე, საიერიშო კიბე და გასაშლელი სამუხლა კიბე.

ჯოხ-კიბე - განკუთვნილია არა დიდ სიმაღლეზე ასასვლელად, როგორც შენობის შიგნით ისე გარედან. იგი შედგება ორი ჩანისა და რვა საფეხურისაგან, ხელის სახანძრო კიბეები რომლებიც შეერთებულია ჩანით სახსრების შემწეობით თითოეული ჩანის ერთ ბოლოზე არის ნაკეთობა, რომელზედაც დაედება მეორე ჩანის ბოლო კიბის დაკეცვის დროს. სახსარი, რომელიც აერთებს საფეხურს ჩანთან, შედგება ფოლადის საფეხურისა და ღერძისაგან, რომელიც გატარებულია ჩანისა და მილის მეშვეობით. კიბის სიგრძე სატრანსპორტო მდგომარეობაში 3400, სამუშაო მდგომარეობაში კი 3116მმ, წონა -9,1 კგ.

საიერეშო კიბე - განკუთვნილია შენობის ზედა სართულებზე მეხანძრეთა ასასვლელად, ცალკეულ შემთხვევებსი - ადამიანების გადასარჩენად და გამოიყენება როგორც სპორტული ჭურვი სასწავლო კოშკის სართულებზე ასვლისას.
ხელის სახანძრო კიბეები საიერიშო კიბე შედგება ორი ჩანისაგან (ხისა ან ლითონის), რომლებიც შეერთებულია 13 საფეხურით და ფოლადის ჩანგალისაგან. მე-10 მე-12 საფეხურზე სპეციალური ლითონის კოლოფის შემწეობით ამაგრებენ ფოლადის ჩანგალს. ჩანგალის ქვედა მხარეს აქვს კბილები რაფაზე საიმედო მოსადებად. ჩანგლის გაყოლებით ორ მხარეზე მიდუღებულია სამაგრი გვერდები. პირველი, მეშვიდე და მეთორმეტე საფეხურის ქვეშ გატარებულია ლითონის მოსაჭერები. თითოეული ჩანის შიგნითა მხარეს კილოებში გადებულია ლითონის ტროსები. თითოეული ტროსი მოიცავს ზედა საფეხურს მოსაჭერებით. ხოლო ჩანებს ქვემოთ მათ ბოლოებს ამაგრებენ ჭანჭიკებით. ტროსები განკუთვნილია უბედური შემთხვევის ასარიდებლად ჩანების გატეხის დროს. ქვედა და ზედა ბოლოებზე ჩანა მოჭედილია ფოლადით.
კიბის სიგრძეა 4100მმ, სიგანე - 400მმ, წონა -არაუმეტეს 10კგ.
ხანძარზე მუშაობისა და მეცადინეობის დროს საიერიშო კიბეს ზოგჯერ იყენებენ გასაშლელთან ერთად.

გასაშლელი სამმუხლა კიბე - განკუთვნილია არაუმაღლეს მესამე სართულზე ასასვლელად საშველი და სხვა სამუშაოებისათვის. ეს კიბე ყველაზე მეტად გამოიყენება ხანძრის ქრობისას. მას იყენებენ ასევე სპორტული ჭურვის სახით. კიბე შედგება ხის სამი მუხლისაგან. ასაწევ, დასაწევი მექანიზმისა და გასაჩერებელი მექანიზმისაგან. ხელის სახანძრო კიბეები თითოეული მუხლი შედგება ორი ჩანისა და თორმეტი საფეხურისაგან. თითოეული მუხლის ჩანი გაჭიმულია ლითონის სამი მოსაჭერებით პირველ, მეექვსე და მეთორმეტე საფეხურს ქვეშ. მუხლები ერთმანეთთან შეერთებულია ლიტონის კავებით თითოეული წყვილის პირაპირზე ორი წყვილი კავით და მეორე და მესამე მუხლის კოტების შემწეობით. რომლებიც შესაბამისად სრიალებენ პირველი და მეორე მუხლის სიგრძლივ შიგნითა კილოებში. პირველი მუხლის ჩანის ქვედა ბოლოებს ახლავს ფოლადის საყრდენი ბუნიკები, ხოლო მესამე მუხლის ზედა ბოლოებს - კედელზე საყრდენები. როგორც ერთი, ისე მეორე საყრდენი აზღვევს კიბეს გადანაცვლებისაგან.
კიბის წაწევის(დაძვრის) მექანიზმი წარმოადგენს საბაგირო-ბლოკურ მოწყობილობას, რომელიც შედგება ტროსის, ჯაჭვის, სალტეში მოქცეულ სამი ბლოკისა და ორი ყურებიანი კრონშტეინისაგან ტროსის ბოლოების დასამაგრებლად.
მოცემულ სიმაღლეზე კიბის ფიქსირებისათვის გამოიყენება გასაჩერებული მექანიზმი რომელიც შედგება ბერკეტიანი ლილვაკისა, ორი საჯდომი თამაშისა და ორი კუთხედისაგან, რომლებიც დამონტაჟებულია მეორე მუხლს ქვემოთ. სატრანსპორტო მდგომარეობაში კიბის სიგრძეა - 4,4მმ, გაშლილისა - 10,7მ; სიგანეა 485მმ, სიმაღლე 185მმ, ნაბიჯი საფეხურებს შორის -350მმ, წონა - არა უმეტეს 58კგ.

ჯოხ-კიბის დათვალიერებისას ამოწმებენ ჩანების მდგომარეობას, ხრახნების არსებობის და ბოლოების დამთხვევის სიმჭიდროვეს. საფეხურების ბოლოების მოჭედვას. მილებში ღერძების სვლის სინარნარეს, ლუფტის არარსებობას.
საიერიშო კიბის დათვალიერებისას ამოწმებენ ჩანების მდგომარეობას. ჩანის კილოებში ტროსების დაწნეხის ხარისხს. მოსაჭერებისა და ბუნიკების, საფეხურებისა და ჩანგლის დამაგრების მდგომარეობას.
გასაშლელი სამმუხლა კიბის დათვალიერებისას ამოწმებენ მუხლების, დამაგრების, წაწევისა და გასაჩერებელ მექანიზმებს და კილოებში გრაფიტული დაპოხვის ხარისხს.
ცალკეული კვანძებისა და დეტალების ხიწვების და სხვ. დამაგრებაში გამოვლინებულ დეფექტებს აღმოფხვრის მორიგე ყარაულების პირადი შემადგენლობა. თუ სიგრძივი ბზარებია ჩანებში, უწესივრობაა საფეხურებსა და ჩანგალზე, მაშინ კიბეს აგზავნიან სარემონტოდ.
ხელის სახანძრო კიბეების სიმტკიცეს პერიოდულად ამოწმებენ. ასე, გასაშლელ და საიერიშო კიბეების გამოცდიან არაუგვიანეს ერთხელ ნახევარ წელიწადში. ხოლო ჯოხ-კიბეებს -არაუგვიანეს წელიწადში ერთხელ. ამისათვის ჯოს-კიბეს მიადგამენ კედელს 75 გრადუს კუთხით. შუაზე ჩანას ამაგრებენ 120კგ წონის ტვირთს და შემდეგ ერთ-ერთ საფეხურს (რომელსაც ლითონის მოსაჭერები არა აქვს) დაჰკიდებენ ასეთსავე ტვირთს თითოეული ტვირთის ქვეშ კიბე რჩება დატვირთული 2 წუთის განმავლობაში.
გასაშლელ კიბეს კედელს მიადგამენ ისეთივე კუთხით, როგორც ჯოხ-კიბეს. შემდეგ კი რიგის მიხედვით აწარმოებენ გამოცდათა სერიას. პირველად თითოეულ მუხლს ტვირთავენ შუაში. ორივე ჩანაზე 100კგ ტვირთით 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ მეორე მუხლს დატვირთავენ შუაში ორივე ჩანაზე 200კგ. ტვირთით 2 წუთი და შემდეგ ქვედა მუხლის ერთერთ საფეხურს (არამოსაჭერებზე) დატვირთავენ 200კგ ტვირთით 2 წუთის განმავლობაში, ამასთანავე მეზობელ საფეხურებს უყენებენ საყრდენებს.
საიერიშო კიბეს ჩამოჰკიდებენ თავისუფლად ჩანგლის ბოლოთი შემდეგ მეორე საფეხურის დონეზე ორთავე ჩანას დაჰკიდებენ 160კგ წონის ტვირთს 2 წუთით. შემდეგ კიბეს ნორმალურად ჩამოკიდებენ 2 წუთით 200 კგ წონის ტვირთს.
ასეთი გამოცდების შემდეგ კიბეებს არ უჰდა ჰქონდეს დეფორმაციის ნარჩენები და ადვილად უნდა იშლებოდეს, იწეოდეს და იკეცებოდეს. კიბეებს გამოცდიან ნაწილის უფროსის ან მისი მოადგილის ხელმძღვანელობით. გამოცდათა შემდეგები ოქმით ფორმდება.

უსაფრთხოების ტექნიკა ხელის სახანძრო კიბეებით მუშაობისას


არსებობს სავალდებულო მოთხოვნათა მთელი რიგი ხელის კიბეებით მუშაობისათვის. რომლებიც პირადმა შემადგენლობამ უყოყმანოდ უნდა შეასრულოს. რადგან საქმე ეხება უბედურ შემთხვევათა არიდებას და, ვინც სიმაღლეზე მუშაობს, დამშვიდებული უნდა იყოს თავისი ბედის მიმართ. გასაშლელი კიბეები უნდა დაიდგას 70-75 გრადუსი კუთხით ჰორიზონტთან. ასეთ შემთხვევაში კიბე მყარია და საიმედო. საყრდენი მოედანი უნდა გამორიცხავდეს კიბის სრიალს ან გადახრას მოცემული მდგომარეობიდან. კიბეებს დგამენ მეხანთრეთა საბრძოლო პოზიციებთან ახლო. კატეგორიულად აკრძალულია გასაშლელი კიბეების ერთი პოზიციიდან მეორეზე გადადგმა ამის შესახებ პირადი შემადგენლობის გაფრთხილებისა და უკან დასახევი გზების მითითების გარეშე.
კიბის ზედა ბოლოს ასწევენ არანაკლებ 1მ მაღლა რაფისა ან სახურავის კარნიზიდან. კიბეზე მუშაობის დროს აუცილებელია საფეხურზე კარაბინით დამაგრება. საშველი სამუშაოების დროს გასაშლელი კიბით დაზარალებულთა დაშვებისას მათ აზღვევენ მაშველი თოკების შემწეობით. ხოლო ზოგჯერ აცილებენ კიდეც.
კიბის ქვემოთ გამოყენებისას ის სავალდებულოა მეხანძრეს ეკავოს. კიბის დასადგამ პოზიციას ყოველთვის შეარჩევენ ვითარების შესაძლო ცვლილებების მხედველობაში მიღებით. თუ გასაშლელი კიბე ყინულითაა დაფარული და მისი დაძვრა ყინულის წინასწარი მოშორების გარეშე არ შეიძლება, მაშინ კიბეს ფრთხილად უშვებენ მიწაზე, შეაქვთ თბილ სათავსსი და მოჰყავთ წესრიგში.
სანამ საიერიშო კიბით შენობის რომელიმე სართულზე ავიდოდეთ, აუცილებელია გულდასმით განისაზღვროს ასეთი სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა. საიერიშო კიბის რაფაზე დაკიდებისას პირველად დაკიდების საიმედოობაში უნდა დავრწმუნდეთ და შემდეგ ვიწყოთ ასვლა. საიერიშო კიბეზე მუშაობის დროს სავალდებულოა თან გვქონდეს მაშველი თოკი. წინასწარი გაფრთხილების ზომების დაცვა ჯოხ-კიბით მუშაობის დროსაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
გადიდება