Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  მეხანძრის საბრძოლო ტანსაცმელი და შეიარაღება
> ეს უნდა ვიცოდეთ, ტექნიკური > მეხანძრის საბრძოლო ტანსაცმელი და შეიარაღება

მეხანძრის საბრძოლო ტანსაცმელი და შეიარაღება


30-07-2015, 15:51. ავტორი: amuri მეხანძრის შეიარაღებას მიეკუთვნება: ბრეზენტის კოსტუმი, ჩაჩქანი, საშველი ქამარი კარაბინით, სახანძრო ნაჯახი და ბრეზენტის ხელჯაგები. გარდა ამისა, წლის ცივ დროში აძლევენ თბილ ქურთუკს, შარვალს და მუზარადის ქვეშა ქუდს. მეხანძრის აღჭურვილობა განკუთვნილია დაზიანებისაგან მისი სხეულის დასაცავად და ხანძრის პირობებში სამუშაოთა შესასრულებლად. მას გასცემენ უფასოდ ინდივიდუალური სარგებლობისათვის.
მეხანძრის  საბრძოლო  ტანსაცმელი და  შეიარაღება
ბრეზენტის კოსტუმი - განკუთვნილია სითბოს ზემოქმედებისა და წყლისაგან მეხანძრის დასაცავად სამუშაოთა შესრულების დროს. კოსტუმი შედგება ორბორტიანი ქურთუკისა, ღვედიანი შარვლისა და ხელჯაგებისაგან. კოსტუმს არჩევენ სიმაღლის მიხედვით ისეთი გაანგარიშებით, რომ მან არ შებოჭოს მოძრაობა.
ბრეზენტის კოსტუმი უნდა იქნეს მუდამ სუფთა და წესივრული სახით. დეფექტის აღმოჩენისას მეხანძრე მოვალეა აღმოფხვრას ისინი. ხანძარზე მუშაობის ან პრაქტიკულ მეცადინეობათა შემდეგ კოსტუმს წმენდნენ ტალახისა და მტვრისაგან, ხოლო აუცილებლობის დროს რეცხავენ და აშრობენ. აგრესიულ ხსნარებში და ცხელ გამხსნელებში კოსტუმის გარეცხვა აკრძალულია.
მორიგეობის დროს ბრეზენტის კოსტუმს და ხელჯაგებს აწყობენ გარაჟში ავტომობილის ახლოს სპეციალურ სადგომზე ან კაბინაში.

უკანასკნელ ხანს სახანძრო ნაწილებში იწყეს სითბოს ამრეკლი კოსტუმების გაცემა, რომელთა ნაქსოვ ზედაპირს ფარავენ სითბოს საუცხოოდ გამტარი ლითონის ფენით. ერთი შეხედვით შრომის პირობების შემსუბუქებისათვის მეხანძრეთა კოსტუმები უნდა დაემზადებინათ დაბალი თბოგამტარობის მასალისაგან, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ასე. სითბო ანთებული სათბობიდან ადამიანზე უმთავრესად გადადის გამოსხივებით. ამასთანავე გამოსხივების ენერგიის მაქსიმუმს ატარებენ ინფრაწითელი სხივები, რომლებსაც ძლიერ ირეკლავს ლითონი.
ლითონიზირებული კოსტუმების გამოყენება შეიძლება ხანძრის ქრობისას ხე-ტყის საწყობებში, გაზ-ნავთობის შადრევნებზე. თხევადი გაზების ადვილაალებადი და საწვავი სითხეების საწყობებში.
მეხანძრის  საბრძოლო  ტანსაცმელი და  შეიარაღება

სახანძრო საშველი ქამარი კარაბინით - განკუთვნილია ადამიანების გადასარჩენად ხანძრის დროს და თვითგადასარჩენად, აგრეთვე კონსტრუქციაზე, კიბეზე დასამაგრებლად მაღლა მუშაობის დროს და სახანძრო ნაჯახის ბუდის სატარებლად.
მაშველი ქამრის სტანდარტული სიგრძეა 1050, 1200, და 1300 მმ. სიგანე - 75მმ, წონა - 0,65 – 0,75 კგ. ქამრის ლენტს ამზადებენ ბამბის ოთხფენიანი ღვედისაგან, რომლის სისქე 4 მილიმეტრია. ქამარზე ამაგრებენ ბალთას, ნახევარრგოლს კარაბინის ჩამოსაკიდებკლად, მარტუღელას ქამრის ბოლოს ჩასატნევად და თასმის სიარულის დროს კარაბინის დასამაგრებლად.
თითეულ ქამარს არანაკლებ წელიწადში ერთხელ გამოცდიან, თუ რამდენად მტკიცეა, რისთვისაც ნახევრად რგოლზე გამობმულ კარაბინზე დაჰკიდებენ თანაზომიერად მზარდ ტვირთს 350 კგ-მდე, 5 წუთის განმავლობაში.
გამოთვლითი ტვირთის ქვეშ ქამარი უნდა იმყოფებოდეს 5 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ქამარს გულდასმით ათვალიერებენ და, თუ ნაქსოვი დაგლეჯილი არ არის და სხვა დეფექტები არა აქვს, მას ტოვებენ შეიარაღებაზე.
მეხანძრის  საბრძოლო  ტანსაცმელი და  შეიარაღება

კარაბინი განკუთვნილია მაშველი თოკის დამუხრუჭებისათვის სხვათა გადარჩენისა და თვითგადარჩენისას, კონსტრუქციაზე და კიბეზე მეხანძრის დასამაგრებლად სიმაღლეზე მუშაობის დროს. კარაბინი ფოლადისაა და შედგება ზურგიანი კაუჭისა და ყუნწისაგან, ენიანი ასაწევი საკეტისა და სახსრისაგან, რომელიც აერთებს საკეტს კარაბინის ყუნწთან, აგრეთვე ზამბარისაგან. კარაბინს გამოცდიან მაშველ თოკთან ერთად. მისი წონა 0,4კგ.
ყოველი მორიგეობის შედგომის წინ, აგრეთვე ხანძარზე მუშაობის ან პრაქტიკული მეცადინეობის შემდეგ მაშველი ქამარი და კარაბინი გულდასმით დათვალიერებას საჭიროებს. დეფექტების აღმოჩენისას: ძაფების დაგლეჯისა, მოქლონების მიშვებისა, კარაბინის დეფორმაციისა, საკეტის შეჭმისა და სხვ. დროს ქამარს ან კარაბინს დაუყონებლივ გამოცვლიან. დატენიანებულ მდგომარეობაში არსებული ქამარისა და ჟანგვის ნიშნების მქონე კარაბინის შენახვა დაუშვებელია.
მეხანძრის  საბრძოლო  ტანსაცმელი და  შეიარაღება

სახანძრო ჩაჩქანი - განკუთვნილია თავის დასაცავად დარტყმისაგან, სითბოს გამოსხივებისა და წყლისაგან. სტანდარტული ფოლადის ჩაჩქანი ოვალური ფორმისაა და შესდგება სხვადასხვა ზომის წინაფრის, უკანა საჩიხისაგან და სავარცხლისაგან. ჩაჩქნის კორპუსის შიგნით დამოქლონვით ამაგრებენ ქუდის ცას რკალითა და სანიკაპე თასმით და ამით იგი ასრულებს ამორტიზატორის როლს ჩაჩქანზე საგნების დარტყმისას, ჩაჩქანს ღებავენ მწვანე ფერით ან მოქრომავენ. მათ უშვებენ ოთხი ზომისას (56,58,60,62) 1კგ. წონით.
ჩაჩქნის შერჩევისას ყურადღებას აქცევენ მას, რომ იგი მჭიდროდ იყოს მორგებული თავზე, დახრისას არ გადმოვარდეს თავიდან და არ ჰქონდეს მექანიკური დაზიანებანი. გამოვლინებული დეფექტები უნდა აღმოფხვრას ჩაჩქნის მფლობელმა (შეღებვა, ქუდის წვრილმანი რემონტი, ჩაჭყეტილის გასწორება და სხვა.)
მეხანძრის  საბრძოლო  ტანსაცმელი და  შეიარაღება

მცირე სახანძრო ნაჯახი - განკუთვნილია მსუბუქი კონსტრუქციების გასახსნელად და დასაშლელად და თავის დასაზღვევად დახრილ სიბრტყეზე გადანაცვლების დროს. მცირე სახანძრო ნაჯახი შედის მეხანძრის ინდივიდუალურ აღჭურვილობაში და გაიცემა პირადი სარგებლობისათვის. ნაჯახის პირისა და წერაქვს სპეციალურად (თერმულად) ამუშავებენ. ნაჯახს დებენ ბუდეში და ორი მარყუჟის შემწეობით ჩამოკიდებენ მაშველ თოკზე. მცირე ნაჯახის წონაა 1კგ. დიდი
გადიდება