„მხოლოდ სიყვარული და მეგობრობაა ღირებულებებს რომ ქმნის...“
10-03-2018, 19:20. бѓђбѓ•бѓўбѓќбѓ бѓ: amuri
დალი თორდინავა


ბევრი გამომივიდა შესავალი, მაგრამ იმდენად გამანაწყენა ბოლო მოვლენამ სოციალურ ქსელში ასე უმადურად წამოსროლილმა „ფუნაგორიამ“, ისიც ქალბატონის მიერ, რადგან მეგრული გვარისა იყო ერთი საოცარი სიტყვით მივმართავ „ვაშინერს ქალბატონო ასეთი ტყულის თქმა, მოდი და დაგიჯერონ არ შეგრცხვებათ?“
ჩემი რესპოდენტი კობა წოწონავა 1973 წელს დაიბადა მარტვილის რაიონის სოფ. აბედათში. 1980 წელს სწავლას იწყებს აბედათის საშუალო სკოლაში. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ფოთის პროფესიულ სასწავლებელში და 1991 წელს საშუალო სკოლასა და პროფესიულ განათლებას ერთდროულად დაუფლებული სწავლას აგრძელებს უმაღლეს სასწავლებელში იურიდიულ ფაკულტეტზე. სამი კურსის დახურვის შემდეგ თავად მიდის სამხედრო კომისარიატში და წერს თხოვნას, იმ დროისათვის ერთ-ერთ საუკეთესო სამხედრო სამსახურში მუხროვანის უშიშროების ჯარში ჩარიცხვას. ამისათვის გაიარა საჭირო მომზადება და გამოცდაც ჩააბარა ფიზიკურ მომზადებაში. და 1996 წელს ჩაირიცხა კიდეც მუხროვანის უშიშროების სამხედრო ნაწილში.

-ჩვენ არ გვიგვრძნია გაჭვირვება. ჩაცმა, ჭამა-სმა, კარგი სამხედრო ხელმძღვანელობა და მკაცრი სამხედრო დისციპლინა. აი, ასე ვიმსახურე ორი წელი და ორი თვე.
- იგონებს კობა.
1998 წელს დაბრუნდა ფოთში და სწავლა განაგრძო. აქ უკვე მეგობრები ჰყავდა. ერთ-ერთი, ამური მაისაია იყო და მასთან მეგობრობა განაახლა. მისი მეჯვარეც იყო და „ქალის გადაყვანის“ ხელშემწყობიც. ამაზე ბევრი იქილიკეს და იცინეს კიდეც, წარსულის მოგონებით ნასიამოვნებმა მეგობრებმა.
-სწორედ ამურიმ შემოიტანა ჩემში ამ დაავადების (სახანძრო სამსახურს გულისხმობს) ბაცილა. თავის დახსნა გადავწყვიტე და საბუთები პოლიციაში შევიტანე. მაგრამ სად გაექცევი ბედისწერას? ჰოდა, აქეთ მე ვარ, იქეთ კი ბედისეწრა და ამური. წარმოიდგინე საბუთები უკანვე გამოვიტანე და ასე აღმოვჩდი ამურის გვერდში. ახლა თანამდებობრივადაც მის გვერდშია, მოადგილე და მარჯვენა ხელია.

მანამდე კი იყო, პროფესიის დაუფლების, წინ სვლის რთული, ცეცხლიანი გზა.
პირადულზე რატომ არ იფიქრა უფრო ადრე? ამას აშკარად არ ამბობენ, არ „ტყუვდებიან“ მაგრამ ინტუიციით ვხვდები. აბედათში ძირი ოჯახი, მშობლები და და-ძმა არიან, ოჯახს ძალასა და ღონეს აძლევენ. ის კი ადრე გაფრინდა ბუდიდან თავად გამონახა ადგილი ცხოვრებაში. ხომ გაგიგონიათ კუთხური ანდაზა „ცოლს დიდი ცომი უნდაო“ ჰო და ის დრო შემოეხარჯა როდესაც ამაზე არ ფიქრობენ და ოჯახს „აწერენ“ ამ მოვალეობას და მიაყენებენ ცოლს კარზე. კობას ეს ასაკი და აზროვნება გაუფრინდა ხელიდან, ან იქნებ არ ჰქონდა ასეთი აზრობნება თითქმის ბავშვმა აირჩია ფოთი და არ ეთმობოდა მისატოვებლად. ამიტომაც, 2014 წელს მოიყვანა ფოთელი ქალი ნანა ნარაკია. ვუსურვებ, ამ ქართულს, ფოთურ ოჯახს შვილთა სიმრავლეს და ამით ფოთის ფესვების სიძლიერეს.
ვუბრუნდებით რეალობას და მეხანძრეთა რთულ, მაგრამ საინტერესო ცხოვრებას.

ჩემი „მარადი შეკითხვა“ თუ ახსოვს პირველი ხანძარი და რა მოგონება დატოვა მასში, თანდათან კარგავს აქტუალობასაცა და აუცილებლობასაც. რომ იტყვიან „ხმალი დამაგდებინაო“, ისე მოხდა კობას პასუხზეც:
-ნამდვილად არ მახსოვს პირველი არ ვიცი იმ დროს ჩემს გამოსაცდელად იყო თუ რა, მაგრამ სულ ხანძრები იყო. ხანძარი - ხანძარია დიდი თუ პატარა. კერძო სახლი თუ დაწესებულება და შენი ვალია ჩააქრო. აი, რა მახსოვდა სულ, სანამ მუხლს მოვიმაგრებდი ანუ შევეჩვეოდი რეალობას. და როცა მეკითხებიან, რა არის ძალა რაც გვაკავებს ბრჭყალებით ამ საქმეეზე, მეც ხშირად დავფიქრებულვარ. ალბათ ჭეშმარიტებაა მეგობრობა და სიყვარული გასაჭირში გამოიცდებაო. ჩვენც ხშირად გასაჭირთან ვართ პირისპირ. მეგობრობა და სიყვარული, გვაერთიანებს, გვაძლევს ძალას და დიდ სურვილს ვიყოთ ერთად.

მეგობრობა და სიყვარულირაც ქმნის ყოველივე ღირებულს. ამ სიტყვებით ითქვა ყველაზე მთავარი: თუ არ გიყვარს ადამიანი ვერც შენ იქნები ადამიანი ჰოდა ადამიანებო! გვიყვარდეს ადამიანი და ლაკით ნუ შებღალავთ ადამიანურს. დავაფასოთ ადამიანი რომელიც საქმისათვის პინაზე სიცოცხლეს დებს.
მარტი 2018 წელი
გადიდება