Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  თაობა გზის დასაწყისთან
> დალის ბლოგი, საპატიო დაფა > თაობა გზის დასაწყისთან

თაობა გზის დასაწყისთან


7-03-2018, 19:23. ავტორი: amuri
დალი თორდინავა

თაობა გზის დასაწყისთან საუკუნის დასასრული დაიწყო და მაშინ როდესაც ფიქრობდნენ უკეთესი ცხოვრება იწყებოდა ქვეყანას ეროვნული მოძრაობა ტაიფუნივით დაატყდა. ის რაც გულში ათეული წლები ატარებდა ქართველი კაცი, ვულკანივით ამოხეთქა.
გენეტიკურად მაქსიმალისტმა ქართველმა კაცმა, ზღვარი არ დაედო მოსალოდნელ გვერდით მოვლენებს, არც კი გააცნობიერა „მერე, რა იქნება მერე?! და უცებ გადავიდა ნგრევაზე. მე-3-ე ათეული წლებია, როცა დღესაც ვუცქერი ძველ დანგრეულ შენობებს წარსულ ტკივილს და სირცხვილს რომ გვაგონებს, ვფიქრობ „რატომ ვანგრევდით, ამათ რა დააშავეს, საძირკვლად მაინც გამოგვეყენებინა. აი, მსხვერპილი მაშინ იყო და მართლაც უდანაშაულო „მოტყუებული“ თაობა. მახსოვს ვ.გუნიას სახელობის სახელმწიფო, აკადემიურ თეატრში ეროვნული მოძრაობის მთავარ „ბირთვთან“ შეხვედრისას ბარტონმა აკაკი ბაქრაძემ როცა მომავალი, თავისუფალი ცხოვრების ოაზისი დაგვიხატა თქვა: - ეს ადვილი არა არის, დიდი დრო ჭირდება და თავისუფლების სიკეთეები 20-25 წლის შემდეგ გამოჩნდებაო. მაშინ გული მომიკვდა: „ეს როგორ, ამდენი უნდა ვიცადოთ?! როგორ?! რა მართალი აღმოჩნდა ცხონებული. მხოლოდ ახლა დაიწყო გამოჩენა „გვირაბის იქეთ სინათლემ“ და ეს დაგვიანება ჩვენი ხალხის ბრალია, შენებაზე მეტი ნგრევას მოვანდომეთ. ერთმანეთს არ ვუსმენთ, ვამტკიცებთ რომ ჩვენი აზრია სწორი, ჩვენ უფრო გვიყვარს
თაობა გზის დასაწყისთანქვეყანა, ჩვენ უფრო კარგად ვაშენებთ და არავის გვახსოვს ერთი მარტივი სიბრძნე! დაწყებით კლასში ვისწავლით მეფეს, რომელსაც ათი შვილი რომ ჰყავდა, თავი მოუყარა, ცოცხი რომ მოატანინა და აჩვენა სიძლიერე ერთად ყოფნაშია. ამის არა და არ დაჯერების სინდრომი სჭრის ქართველებს. ეს უძველესი დავადებაა და როგორც ვხედავთ ჯერ-ჯერობით უკურნებელი. მაგრამ ქართველი კაცი მართლაც ბრძენია. უმრავლესობა არ დაელოდა როდის მოაწყობდა ძლიერი ამა სოფლისანი ცხოვრების სამოთხეს და თავს თავად უშველა, მოაწყო საკუთარი ოაზისი. აკი ოჯახის სიძლიერეა ქვეყნის სიძლიერე, ისევ ზედა ეშელონებში კინკლაობას თავი მიანება, მიუშვა და ცხოვრება ნელ-ნელა, გათითოკაცებულებმა გამოიყვანეს.
სწორედ ამ „მოტყუებული“ თაობის წარმომადგენელია ჩემი რესპოდენტი.
აკაკი (კახა) ნაჭყებია 1973 წელს, 1 თებერვალს დაიბადა სოფ.პატარა ფოთში. სადაც გაიზარდა და განათლებაც მიიღო. სკოლაში 1980 წელს შევიდა და 11 კლასიანი სწავლება 1990 წელს „ნახტომებით“ დაამთავრა.
1993 -94 წლები სამხედრო სამსახურშია. ეს ახალი ქართული ჯარია. უჭირდა ქვეყანას და უჭირდა ჯარსაც. არ იყო ჩასაცმელი, ჰიგიენის საშუალებები და წარმოიდგინეთ კვებაც. კახას იმით გაუმართლა რომ სამსახურს ფოთში საჰაერო თავდაცვის ძალებში გადიოდა. და ყოველ კვირაში სახლში ჩადიოდა სადაც სხვათა შორის ახალ მოყვანილი მეუღლეც ელოდა. ლელა ასანიძე 1992 წ. შეირთო. წელიწად ნახევარში დამთავრდა ეს გაჭირვებული, არაფრის მომცემი სამხედრო ცხოვრება და დაუბრუნდა ოჯახს. ნიჭიერი ბიჭი იძულებული გახდა ოჯახის შენახვის გზა ეპოვნა. თავისი მონაცემების წყალობით ავტოსაქმე მაღალ დონეზე აითვისა. სხვათა შორის როცა გავიგე სკოლაში წარჩინებული იყო
თაობა გზის დასაწყისთან

ვკითხე კიდეც განათლება რატომ არ მიიღე - მეთქი და ამურიმ: ამას რომ უყურებ ექიმია, ქირურგიო -შევცბი, სიმართლე მეგონა, ორივეს გაეცინათ, ამურიმ დააკონკრეტა - მანქანის ვირტუოზია, არ არსებობს მანქანის „ავათმყოფობას ვერ გაუგოს და ვერ უმკურნალოსო“. ამიტომ სახანძროდან თავისუფალ დღეებში ამ საჭირო და უკვე პრესტიჟული საქმითაა დაკავებული.
45 წლის ახალგაზრდა კაცი, ორი ვაჟკაცის მამაცაა და ბაბუაც.
პირველი ძე, ვახტანგ ნაჭყებია 1994 წელს დაიბადა და ორი ქალიშვილის მამობაც მოასწრო. ცოლად მარტვილელი ქალი მანონი ნადარაიაა ჰყავს.
-სახლში მოსვლა მიხარია, ჩემი გოგოებია ყიჟინით რომ შემხვდებიან და კისერზე მომეხვევიან, ამაზე დიდი ბედნიერება აბა არის რამე?, თუმცა სახლში უმცირესობაში ვართ, 5 ქალის ოჯახში რა გინდა „გაიტანო“ მათი თანხმობის გარეშე.
-სამაგიეროდ კაცები, ნაჭყებიები ხართ- ვაიმედებ.
უმცროსი ბექა 1995 წელს დაიბადა სხვათა შორის მამამ ორივე ვაჟი თავის საქმეს აზიარა, კარგ სპეციალისტებად აღზარდა და ორთავე ავტოსაქმის სპეციალისტია. ოჯახი ღონიერია, სამი ვაჟკაცი, მყარად უდგას ოჯახს ეკონომიკურ ძლიერებას.
წარმოვიდგინე, მაგიდას რომ რვა სული შემოუსხდება რა სილამაზე და ბედნიერებაა. ხარობს, ალბათ დედა მარიამი (კახას დედა), შვილთაშვილები აძლიერებენ მის ბედნიერებას.
თაობა გზის დასაწყისთან

ამ „გაცნობის“ შემდეგ გადავდივარ ყველაზე მთავარზე როგორ და როდის მოხვდა „ოქროს ბიჭები“-ს მარაქაში. მეზობლები მყავდა, სახანძროში მუშაობდნენ. კოლექტივის ქებით ყურები გამომიჭედა და მეც დამაინტერესა.
ვინ იყვნენ ის ადამიანები ვისაც ასე აქებდნენ.
1996 წელი იყო, ზაფხული, ალბათ კარგი ამინდის ზეგავლენით მეც კარგ ხასიათზე ვიყავი: და მეც ისე დამხვდნენ რომ „მრჩეველთა“ დახასიათება სახეზე იყო. ეს მართლაც ერთ მუშტად შეკრული, ჭირში ნაცადი მეგობრული კოლექტივია. თქვენ ხანძრის და დიდი საშიშროების დროს უნდა ნახო ეს ხალხი, როგორ თვალთახედვიდან არ იცილებენ ერთმანეთს და თუ გაუჭირდა რომელიმეს არაფრით მარტო არ მიატოვებენ. ეს ჩემი პირველი ხანძართან შეხვედრისთანავე ვიგრძენი.
1996 წლის სექტემბერია. ახალ შეღამებული შემოვიდა განგაშის ზარი ნავთობ ტერმინალთან ბერძნულ ტანკერ „სკოპელოზე“ ხანძარი გაჩნდა. ტერმინალიდან ტანკერში გადატვირთვა მიდიოდა, უკვე 3500 ტონა, ჩატვირთული იყო. ნავმისადგომთან, სარკინიგზო ხაზზე, ცისტერნებიც იტვირთებოდა 500 ტონა უკვე ჩატვირტული იყო. შეიქმნა აფეთქების საშიშროება, მაღალი ტემპერატურის გამო. მეხანძრეებმა მიიღეს ბრძანება გადახსნილიყო ჩასატვირთი მილები, გაეყვანათ ცისტერნები წყლით გაგრილებულიყო გემბანი. ეს სიტყვით ადვილი მოსასმენია. შავი კვამლით დაფარულია ტანკერი მეხანძრეები ერთმანეთს ვერ ვცნობთ. უპირველესად ქაფით „მოვახჩვეთ“ სატუმბი განყოფილება. მაშინ ყველა გმირი იყო. გადარჩა ნავსადგურიც, ქალაქიც და ადამიანებიც ეს ჩვენ გვიან გავაცნობიერეთ. საქმის დროს ყველაფერი გავიწყდება და ერთზე ფიქრობ, გააკეთო მაქსიმალური,
თაობა გზის დასაწყისთან
მოერიო ცეცხლს. და მეც, პირველად შეჯახებული ამ უძლიერს სტიქიას პირველად მიხვდი, თავდადების, ურთიერ სიყვარულს და შეუპოვრობის ძალის ფასი რა დიდიალ ახლა მეც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ამ კოლექტივის გარეშე შიში? რა მოსატანია, თუ ამაზე იფიქრებ ვერასოდეს გაიმარჯვებ.
დიახ, სრული ჭეშმარიტებაა, თუ მეხანძრე იმაზე იფიქრებს ვაი, თუ რამე არ მომივიდესო, უპირველესად თავად და მერე საქმე დაზარალდება. ამიტომ ჭირდება სახელმწიფოდან უდიდესი მხარდაჭერა. უნდა გრძნობდეს ეს თავგანწირული ხალხი, როგორ აფასებს მათ გმირობას და თავდადებას სახელმწიფო. ამის აუცილებლობა წელს საქართველოში დიდმა და ხანგრძლივმა ტყის ხანძრებმა დაგვანახა. ამ ხალხს მაღალი ტექნიკაც ჭირდება და მატერიალური მხარდაჭერა და უზრუნველყოფა.
გადიდება