Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  საკუთარი ჯაფით გაკაფული გზა და ახალი ცხოვრების შექმნა
> დალის ბლოგი, საპატიო დაფა > საკუთარი ჯაფით გაკაფული გზა და ახალი ცხოვრების შექმნა

საკუთარი ჯაფით გაკაფული გზა და ახალი ცხოვრების შექმნა


7-06-2020, 15:14. ავტორი: amuri
დალი თორდინავა

საკუთარი ჯაფით გაკაფული გზა და ახალი ცხოვრების შექმნახშირია ქართულში ერთი ფრთიანი გამოთქმა „ჩვენი ერი არ გადაშენდება“-ო და ეს მართლაც ასეა. ქართველი მარცხდებოდა, ეცემოდა, ფერფლიდან დგებოდა და ისევ ხელ-ახლა აგრძელებდა ცხოვრებას. სწორედ ამ აზრებმა არ მომასვენა ჩემი რესპოდენტის შესახებ, რომ შევუდექი თხრობას ჩონჩხზე ხორცშესხმა არც გამჭირვებია, რამეთუ ნამდვილი ქართული ცხოვრება გადაიშალა ჩვენს თვალწინ.
მართლაც რა დაამარცხებს იმ ერს, სადაც ერთ სამსახურში ამდენი საქმისადმი თავდადებული, კეთილსინდისიერი თავგანწირვამდე ერთგული ადამიანი შეყრილა. არა, ტყვილად არ დაარქვა ამური მაისაიამ ამ ხალხს „ოქროს ბიჭები“, მართლაც ოქროს საგანძურია ამდენი თავდადებული „მებრძოლი“, ისიც სადაც ძალიან საჭიროა საქმის ერთგული რაც ქვეყნის ერთგულების ტოლფასია.
ჩვეულებრივ მთიანი აჭარის ერთ ლამაზ სოფელ გომარდულში დაიბადა 1968 წელს ნუგზარ ქათამაძე. ოჯახში სამი ძმა და ერთი და იზრდებოდა მიწა იყო მათი მარჩენალი. ადამიანივით ესმოდათ მიწის რა უჭირდა და რა ულხინდა. არავისთვის უცხო არ არის თუ რა მშრომელი ხალხის ნავსაყუდელია მთიანი აჭარა. აჭარის მთაზეა ზედგამოჭრილი გამოთქმა წალკოტი. ნუგზარმა 1975 წელს შეაღო სკოლის კარი. ღებულობდა ცოდნას და საქმეშიც მშობლებს ედგა მხარში. აქ შეიცნო შრომის ფასი. 1985 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 17 წლისა იყო, ამიტომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში 1986 წელს გაიწვიეს. სამსახურს დემოკრატიულ გერმანიაში გადიოდა.
ჩემს შეკითხვაზე: ენა მაინც თუ ისწავლე ამ ორი წლის სამახსოვროდ მეთქი.
გაეცინა
- სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი, რომელიც საყველპურო ცოდნაში გამომადგა, მაღაზიაში ვაგებინებდი რა მიდოდაო. ისე იქაურ ხალხთან ურთიერთობის უფლებას ვინ მოგვცემდაო.
1988 წელს დაუბრუნდა სამშოლოში. 1989 წელიც დადგა და ერმა „გაიღვიძა“ დაიწყო ეროვნული მოძარაობა და ხალხის აბობოქრებას ბუნებაც შეუერთდა. მთიანი აჭარის სოფლებში მერწყული კერები გაჩნდა. მთავრობამ არ დააყოვნა საშიში ზონებიდან ხალხი ბარში გადმოასახლა. ასე მოხვდა ქათამაძეების ოჯახიც სოფ.შავღელეში. აქ ამური ჩაგვერთო, ეს სახელი სწორი არ არის, ჩამოსახლებულ ხალხმა გადმოაქართულა თორემ „უჩა ღალი“ ქვია მაგ ადგილსო. მე მეცინება და „ვეწინააღმდეგები“, არა და საოცრად მიყვარს ამ ძველის-ძველი ქართველური ენისადმი ასეთი თავგამოდება. და მართლაც არ ახალია რომ ახალი ქართული მართლაც ისრუტავს ძველ ქართველურ ენებს, არადა ეს ჩვენი სიმდიდრეა, ჩვენი ერის სიძველის საბუთი და გაფრთხილება გვჭირდება, მეგრელი კაცი რუდუნებით ინახავს თავის ენას და ეს საქილიკო სულაც არ არის. მაშინ პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სახლები აუშენეს ჩამოსახლებულებს მაგრამ ცხოვრების დამხობამ და ქართულ საქმეს შერეულმა ჭია - ღუებმა ზვიადის საქმე კი არა უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი დააზარალეს.
ქათამაძეებმა თავად აიშენეს სახლი, საკმაო საკარ-მიდამოც აქვთ და დაიწყო აჭარელი მშრომელი კაცის ახალი ცხოვრება არსად გაქცეულა საშოვარზე, აქ ქართული მიწა ააყვავეს და ადრე მხოლოდ სიმინდის ყანები რომ ჰქონდა მეურნეობას ახლა შესანიშნავი დასახლებაა და ფოთის ერთ-ერთი მშვენიერი კუთხე. ასე აღსდგა სფინქსივით აჭარელი მთიელი და მთიდან ცარიელად წამოსულმა ერთი რამ წამოიღო, მიწის სიყვარული. ჩამოსახლების შემდეგ ნუგზარი ჯერ მეურნეობაში მუშაობს, ხოლო 1993 წელს დაცვის პოლიციაშია. ოჯახს მყარი სამსახური სჭირდება, რადგან 1990 წელს დაქორწინდა. ცოლად მასავით აჭარის მკვიდრი გოგონა შეირთო, ნანული ჭაღალიძე და ერთი წელიც არ იყო გასული და ოჯახს პირველი ვაჟი შეეძინა 1991 წლის 27 თებერვალს დაიბადა ზვიადი, თვეს იმიტომ მინდა გაუსვა ხაზი, რომ სამივე შვილი თებერვალშია დაბადებული და თავად ნუგზარიც. მისი და ნაბოლარა ვაჟიშვილის ზურაბის დაბადების დღეც 20 თებერვალია.
ზვიადმა იზმირის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და დღეს თუქრეთში მუშაობს.
1993 წელს 15 თებერვალს დაიბადა ერთადერთი ქალიშვილი ზეინაბი. მანაც უმაღლესი განათლება მიიღო, დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სასულიერო სასაწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
ზურაბი 1995 წელს დაიბადა: იგი ახლა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სასულიერო სასაწავლო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია.
სხვა რა უნდა ქართველ კაცს, შვილების კარგად ყოფნა, ღონიერი ოჯახი და ერთგული დიასახლისი.
ყველაზე მთავარი კი, ჩვენი რესპოდენტი ამ „ოროს ბიჭების“ ცხოვრების თანაზიარი 2003 წლიდან გახდა.
მეორე ათეული წელია ამ კოლექტივშია და უკვე ერგო სიყვარული, დაფასება ეს კი შენი გარჯის საუკეთესო საზღაურია ვიცი რომ, არც ამური არიგებს ტყუილ უბრალოდ „ოქროს ბიჭობას“ ეს სტატიაც ამ დაფასების საზღაურად დაუკავშირა 50 წლის იუბილეს.
საკუთარი ჯაფით გაკაფული გზა და ახალი ცხოვრების შექმნა

„მზე შუბის ტარზე“ - ასე იტყვიან 50 წელზე. შენ ბატონო ნუგზარ ბედნიერი კაცი ხარ, შესანიშნავი განათლებული შვილების მამა, წინ კიდევ ბევრი სიხარული გელის და უპირველესად ბევრი თავდადების ჩვენება შენი ხალხისათვის. შენ გმირობის მაგალითი ხარ.
როგორც ამურიმ გაიხსენა:
- გამბედავია, თავდაუზოგავი. რუსთაველის რკალზე საცხოვერებელი სახლის ბინა იწვოდა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო შესაფერისი ტექნიკა. ეს კი აივნიდან აძვრა შლანგით ხელხში. ჩაჩქანიც კი არ ეხურა, ბინაში რომ შევიდა ჭერიდან ცეცხლ-მოკიდებული ძელი ჩამოვარდა, ძლივს გადარჩა თავში რომ არ დაეცა. აი, ასეთი „ოქროს ბიჭი“ მყავს და კიდევ, ნუგზარი ოცმეთაურია .
აფერუმ! ბიჭებო თქვენს თავგანწირვას.
გადიდება