„ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“
დალი თორდინავა

ნუკრი მაისაია 1967 წლის 21 ნოემბერს დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში. ძმები მკვეთრად განსხვავებულნი არიან ფიზიკურადაც და ხასიათითაც. ბავშობიდანვე ნუკრი თავისუფლების მოყვარე და დაუმორჩილებელი იყო, თუმცა საპირწონედ ხასიათის სირბილეც დაჰყვა. ამიტომ ბიძამ, ჯემალ მაისაიამ თავიდანვე ნუკრის აღზრდაზე გაამახვილა ყურადღება. მან განსაზღვრა ძმების მომავალიც. 8 კლასი ნუკრიმაც მუხურჩაში დაამთავრა და ბიძის რჩევით სწავლა ფოთში, ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმში გააგრძელა. 4 წლიან სწავლების შემდეგ მიიღო მშენებლის პროფესია. ეს იყო 1986 წელი. სულ რაღაც ორ თვეში კი, 1986 წლის ნოემბერში, სამხედრო სავალდებულო სამსახურმაც მოუსწრო, შორეულ ჩიტის ოლქში სწავლობდა ვაჟკაცობისა და სამშობლოს სიყვარულის ანა-ბანას. თავისი ფიზიკური მონაცემებით, განსაკუთრებული დანიშნულების სამხედრო სამსახურის უფროსის პირადი მძღოლი იყო. „მგონი უფროსზე მეტად ჩემი, ერიდებოდათო“ - იცინის გახსენებისას. ამურისაგან განსხვავებით არ არის „კირკიტა“, არასოდეს ჰქონია რაღაცის მიღწევის ამბიცია. მისთვის ცხოვრების „არტახები“ მიუღებელი იყო. ჯარშიც, როგორც ამური ამბობს ნახევრადხუმრობით: „რაც წავიდა ის დაბრუნდაო“,

თუ რა არის მისთვის მშობლიური კოლექტივი, სადაც მესამე ათეული წელია იღწვის, ან როგორ აკეთა თავისი კაცური საკეთებელი მე პრესიდან მოვიშველიებ ამონარიდებს:
„ნუკრი მაისაიას სახელის ხსენებაზე, ბევრ ფოთელს თვალწინ უდგება ვაჟაკაცური შემართების ახალგაზრდა მეხანძრე, რომელმაც ხანძრით განადგურებისაგან იხსნა მრავალი სახლი და მატერიალური ფასეულობა... სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსს ბატონ თენგიზ ხაზალიას ბევჯერ უთქვამს: „როცა ნუკრი მაისაიას ქვედანაყოფი ატარებს სამსახურს, მე ღამით მშვიდად მძინავსო.“ რაც არ უნდა დიდი ხანძარი იყოს, ნუკრი უკან არ იხევს, იგი უშიშრად შეუტევს ხოლმე აბობოქრებულ სტიქიას და ამარცხებს მას.

მგონი რაზეც ვილაპარაკეთ საკმარისიცაა იმის წარმოსაჩენად თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება ნუკრი მინდობილ მოვალეობას. ის როგორც ყველა თანამებრძოლი

თავისუფლების სიყვარულმა ის შედეგი გამოიღო რომ „ძლივს გადაწყვიტა“ ცოლის შერთვა, მაგრამ 40 წლის ასაკში მაინც შეელია თავისუფლებას. 2007 წელს დაოჯახდა. ცოლად შეირთო ფოთელი კობახიძე თამარი და მეორე ძმაც ფოთელთა სიძე გახდა. 2009 წელს კი პირველი ვაჟიც დაიბადა. ნიკოლოზი ახლა მე-5 საჯარო სკოლის მე-2 კლასელია. ჯერ იმ ასაკში არ არის არჩევანი გააკეთოს რამეზე ის კი იცის ანასა და მაგდა მცველი ძმა იქნება.
ასე შლის ფრთებს მაისაიების ოჯახები. დედა სალოცავად ჰყავთ. იციან რომ, დედას შვილების შეწუხება და წუწუნი არ უყვარს. ქალმა, რომელმაც მარტომ, უკაცოდ გაზარდა ორი

აი, სად ბატონი ჯემალი შორსმჭვრეტელობა როცა ძმებს ცხოვრების გზა აურჩია. ერთად მოუყარა თავი ერთ ქალაქში, ერთ საქმეში. იცოდა ბრძენმა კაცმა რომ ძმა-ძმითაა ძლიერი, თუკი ახლოს არიან და აგრძელებენ იმ ბავშვურ ძმურ სიყვარულს მუხურჩაში რომ ჩაეყარა საფუძველი.
ჩვენ ასევე გირჩევთ

07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18

კომენტარები -0