„საიმედო, დაუზარელი მეგობარი“ » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » „საიმედო, დაუზარელი მეგობარი“

„საიმედო, დაუზარელი მეგობარი“


ურთულესი ყოფილა წერო ადამიანებზე რომლებიც ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან. უპირველესად კი ვრწმუნდები რა უმდიდრესი ენის პატრონი ერი ვართ, რომ შეგვიძლია გამოვნახოთ საჭირო სიტყვები მათი საოცრად მდიდარი, ადამიანური თვისებების გადმოსაცემად, რომ არა ვართ განწირული, და ამ მართლაც „ოქროს ბიჭების“ მსგავსთა ღონიერ „საიმედო, დაუზარელი მეგობარი“ ფესვებზე, მყარად დგას ჩვენი ქვეყანა და ისინი ბევრი არიან. რატომღაც ამოტივტივდა ერთი ბიბლიური თქმულება, სოდომ-გომბორის დაღუპვისა და ხომ გახსოვთ მიზეზი; სოდომ-გომორში არ აღმოჩნდა ერთ კაცზე მეტი ღვთიური ადამიანი ის კაცი უფალმა განარიდა ცოდვის ქვეყანას და შემდეგ ის ადგილი აღგავა „მიწისა პირისაგან“. ამ დალოცვილ ქართულ მიწაზე ბოროტ, შურიან ადამიანთა გვერდზე კ ი მრავლად გვყავს ქვეყნის, საქმის, მოძმის მოყვარული კაცური ქართველები. გვიმრავლოს ისინი! ამინ!
გია ჩადუნელი - ოცეულის მეთაურია, ფოთის სახანძრო სამსახურში. ვიდრე მის საუბარს და ვიზუალურ დასკვნებს დავეყრდნობი, მოვუსმინოთ ჩემს საიმედო „საინფორმაციო წყაროს“, რომელსაც შეუძლია ქართულ სიტყვათა ლაბირინთში მოიძიოს ადამიანთა დახასიათებისათვის ზუსტად მორგებული საჭირო სიტყვები.
ამური მაისაია -ყოველთვის ოქროს ბიჭები მომყავს, მაგრამ გია მართლაც გამორჩეულია ჩვენს „ოქროს ფონდში, იგი უღალატო, თავდადებული და დაუზარელი მეგობარია, ყველა დადებითი თვისების მატარებელია, რომელიც განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს სამსახურს, როცა გიას ოცეული მორიგეობს თამამად შემიძლია ვთქვა რომ ქალაქის სახანძრო უსაფრთხოება საიმედო ხელშია. გთხოვ არც ერთი სიტყვა მასზე თქმული არ მიმიღო გადაჭარბებად. ამასთან დილა დაწყებული გიასთან ერთად სიცილით იწყება, საოცარი უნარი აქვს დადებითად განაწყოს ყველაზე უფრო „ხასიათ მოშხამული“-ც კი. ცოცხლი კურიოზია. აი, ნახავ მჯერა ასეცაა, მაგრამ ისიც ვიცი, როცა შენ წინ საწერ-კალამით მომარჯვებული ადამიანი გიზის, თანაც ამურის შესავალი სიტყვით დამუხტული, ბრინჯივით იბნევი, ყველა მოგონება თუ კურიოზი. სხვაა როცა „შენს ბიჭებს“ აცინებ და ეს ტრადიციად გექცა და სულ სხვაა როცა სათვალეებიდან გამომცდელად გიცქერიან. ამიტომ მეც ვცდილობ მაქსიმალურად „შინაურულად“ იგრძნოს თავი. თითქოს ტრადიაციად იქცა კორესპოდენციის ბიოგრაფიული ცნობებით დაწყება.
გია ჩადუნელი ფოთში დაიბადა, 1968 წელს ძირძველ ნინოშვილის უბანში. განათლება, ქალაქის უძველეს საგანმანათებლო ცენტრში თ.დავიათაიას პირველი სკოლაში მიიღო. სკოლა 1985 წელს დაამთავრა. 1986 წელს კი 18 წლის ახალგაზრდა სამხედრო, სავალდებულო სამსახურშია, რომელიც ქალაქ ყაზანში გაიარა.
-იცით? გამიმართლა, 5 ფოთელი ერთად მოვხვდით, განსაკუთრებით სომხების სიმრავლე იყო, მაგრამ „პარადი“ მაინც ქართველებს მიგვყავდა, რადგან ჩვენ გამტანი და უღალატო ვიყავით.
„საიმედო, დაუზარელი მეგობარი“- ჩანართი: ალბათ ხედავთ რომ სტატიებში წითელ ხაზს ვავლებ სავალდებული სამხედრო სამსახურს და იცით რატომ? სულ ახლახანს მოვისმინე თუ რამდენმა ათასმა ქართველმა სპეციალურად დაიზიანა თავი ჯარისათვის თავის ასარიდებლად, გეკითხებით რად გინდათ ასეთი შვილები, ქვეყნის დაცვას თავს ასე არაკაცურად რომ არიდებს დადგება მისგან ადამიანი? არა ბატონებო! შეხედათ ამ გმირ ბიჭებს, ცეცხლსა და სიკვდილს რომ ეჭიდებიან და ამარცხებენ, მათ ნამდვილი სამხედრო წვრთნა 18 წლის ასაკიდან გაიარეს, ისიც კლიმატურად განსხვავებულ, მძიმე პირობებში და სულიერად ნაწრთობი დაბრუნდნენ. და დღემდე „ბრძოლაში“ არიან. ერთი გაფიქრება ისიც კი ვიფიქრე მატერიალური დაინტერესება ხომ არ იწვევდა ამ „თავგანწირვას“ მაგრამ არა...ხელფასი აქაც დაბალი იყო და აქაც თვეობით არ რიგდებოდა. მოვუსმინოთ ამაზე რას პასუხობს ჩვენი რესპოდენტი.
- 1995 წელს მოვედი სახანძროში, იქ გემთმშენებელ-გემთშემკეთებელ ქარხნიდან მოვედი, სადაც სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნებულმა დავიწყე მუაშაობა. ხომ გახსოვთ მაშინ, რა მდგომარეობაში იყო სოციალურ ჭაობში ჩაფლული ქვეყანა. უხელფასობა, უპენსიობა, უშუქობა, ხალხი გათბობისათვის ყოველგვარი უსაფრთხოების გარეშე, დაუდევრად იქცეოდა, ამიტომ ამ გაჭირვებას ხანძრებიც ემატებოდა და მხოლოდ სახანძრო უშიშროებას ქონდა საქმე „გამოულევად’. ამიტომ იყო მუშაობის დაწყებისთანავე (2 დღე იყო გასული) ვეზიარე თუ რა იყო ხანძარი, ვნახე ეს დაუმორჩილებელი სტიქია რასაც წარმოადგენდა.
დღევანდელივით მახსოვს ის პირველი იწვოდა ჩემს უბანში, გოსპიტლის წინ მდებარე მაღაზია და პურსაცხობი, მაშინ პირველად ცეცხლი კი არა, ცეცხლთან მებრძოლებიც ვნახე და გულში დავიფიცე, ამ ხალხს არასოდეს მივატოვებდი და რომ ჩემი ადგილი მათთანაა. ამ სიტყვებმა ახალი კითხვაც დაბადა.
-ცეცხლთან ბრძოლა არაა მარტივი მაინც რა ან ვინ იყო ის რომელმაც შენზე ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა
-არ შემიძლია არ ავღნიშნო მაშინდელი სახანძროს უფროსი ბატონი თენგო ხაზალია, რომელსაც ყველა შვილებივით უყვარდა და ეს სიყვარული არ იყო მხოლოდ ლიტონი სიტყვა, საოცარი დარიგება იცოდა, გულს რომ შეძრავს და გმირობისაკენ გიბიძგებს, ის იყო ჩვენი, ანუ ყველა მეხანძრის საიმედო საყრდენი და მეორე, გთხოვთ პირფერობად არ ჩამომართვად და ამური მაისაია, იგი ის ადმიანია, რომელსაც გულით უყვარს ამხანაგი, უყვარს უანგაროდ, ცდილობს არ დაგვიკარგოს ის მცირე კარგიც რაც ადამიანშია, და კი არ ჩაკლას ეს კარგი თავისი ბოღმა ხასიათით, არამედ უფრო მეტი კარგის კეთებისაკენ გიბიძგოს. ეს მისი საოცარი თვისებაა. თუნდაც ეს შეხვედრა, კეთილი სიტყვით, კეთილს აღვიძებს და შურს კლავს. ისე თუ მკითხვათ მეხანძრეებს, ერთხელ თუ მაინც ნახავთ საქმეში, მიხვდებით რატომაც ამბობენ მათზე უღალატო, ოქრო ბიჭებს.
ვინტერესდები უკვე მისი ოჯახით
„საიმედო, დაუზარელი მეგობარი“ მამა ხობის მილიციაში მუშაობდა, დედა ფოთვაჭრობაში. მყავს უმცროსი ძმა. როცა გავიგე რომ, მამისეულ სახლში ის ცხოვრებს და არა უმცროსი ძმა, გავიკვირვე, სიმართლე გითხრათ მეც არ მესმის ეს „სულელური“ ტრადიცია, რატომ უმცროსი და არა უფროსი, პირველი ძე რომელიც პირველი გაზიარების. მამობის გვარის გამგრძელებლის სიხარულს.
-აი, ამიტომაც იყო, ვუთხარი ჩემს ძმას, არა ბატონო, არავითარი ტრადიცია, სახლში ვრჩები მეთქი და ასეც მოხდა - ხუმრობს გია.
-შენ, კურიოზების დიდოსტატს ალაბათ ცოლის შერთვაც კურიოზულად გამოგივიდა.
-მგონი ასეც, იყო შემთხვევით „აბნეულ“ ზარს ვუპასუხე ხმა მომეწონა, უცებ ვიფიქრე ამ ხმის პატრონი არაჩვეულებრივი გოგო იქნება - მეთქი და მართლაც უცხო ჩიტი „დავიჭირე“.
მეუღლე მარინე ჩენდონი იტალიელია. ბაბუა სამამულო ომის ტალღას შემოჰყვა საქართველოში. ვაჟიშვილმა მარინეს მამამ, მეგრელი ქალი შეირთო და მამას, უკან იტალიაში აღარ გაჰყვა. ასეთია ამ იტალიური გვარის ფოთში ცხოვრების ისტორია. ამ იტალიელი გოგონას დამსახურებაა, რომ გიას დღემდე პირველი სიყვარულით უყვარს, ეს ბედის საჩუქარი, დღეს მისი სამი შვილის დედა, რომელსაც სამედიცინო ტექნიკუმი განათლება აქვს, მაგრამ ოჯახს არ ტოვებს უმეთვალყურეოდ და დამსახურებულად „ოჯახის ექიმს“ ეძახიან.
ქალიშვილებმა მარიამა და ბონიმ „გაუმართლეს“ და ახალგაზრდა, ბაბუად აქციეს. ადრე აფრინდნენ ბუდიდან.
ვაჟების „მდევარ“ მამას გაუმართლა, ორი ქალიშვილის შემდეგ ოჯახმა ვაჟიანობა იზეიმა. 2008 წელს ოჯახს ვაჟი ბორიკა - ეყოლათ. მე-4 კლასელია და წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ამ ასაკის შვილი ოჯახში. ის პირველ მამობაზე უფრო ძლიერია (ალბათ იმიტომ რომ ახალგაზრდობა გიბრუნდება) წელს ბორიკა ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ძიუდოში თავის ასაკოვან ჯგუფში. მაგრამ... ვატყობ გული რატომღაც ეჭეჭკება. ჩემსავით ბამბუკზე დამყნობილი მგონი არ არის და დედისკენაა მაგრამ „ვაიმედებ“: ბიჭები გვიან იზრდებიან - მეთქი.
-რაიმე შენებურ კურიოზს ხომ არ გაიხსენებ მეთქი და იხსენებს კიდეც.
-ბიჭები ვართ შეყრილი, ვმასხრობთ, „ვგლახაობთ“, მერე დროის გასაყვანად თამაში მოვიგონეთ, ვინც ვერ გამოიცნობდა „შალაბანს“ მიიღებდა ანუ წკიპურტს „საიმედო, დაუზარელი მეგობარი“ შუა თითით. ჩემი მეწყვილე ძველი სპორტსმენი იყო და აი მას ქონდა „შალაბანი“... მტრისას. ჩემდა საუბედუროდ ჩემი მეტოქე“ იყო და ზედიზედ „ჩამივარდა“ 3 გამოცდა და მრეხვა შალაბანი ამ სიტყვის სრული გაგებით, კინაღამ გადამიბრუნა ტვინი. ყველამ იცოდა მისი ძალა და ალბათ ვეცოდებოდით კიდეც. მეოთხე ჯერი მე მოვიგე და დადგა ჩემი დროც. არ ვაციე, არც ვაცხელე და ფანჯარა რომ არ დახურულიყო, ქვა გვქონდა ჩადებული, ჩუმად ავიღე ეს ქვა და მთელი „ტკივილის“ ჯავრი ვიყარე და ვრეხვე ახლა მე ეს ქვა, შევატყვე გვარიანად ეტკინა მაგრამ მთავარი მისი რეაქცია იყო, თვალები საცრისტოლა გაუხადა, ვაა ბიჭო შენ ვინ ყოფილხარ, აი შალაბანი, ბიჭო შენ ჩემზე მაგარი შალაბანი გქონია და ამ „აღმოჩენით“ აღტაცებული გაკვირვებას ვერ მალავდა. შემრჩა ის „ღადავი“ უმტკივნეულოდ და იცინის რატომ გაახსენდა მაინცა და მაინც ეს ღადავი?
გია, თავისი ალალი და ხალასი ხასიათით სულაც არ არის ბოროტად და დამცინავად მოღადავე. ის კეთილი და მგძნობიარე ადამიანია და უყვარს ხუმრობა რათა გაახალისოს მეგობრები, აცინოს რადგან ჯერა სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ცხოვრებაც უფრო ადვილია.
აი, ასეთი კარგი ადამიანით შეივსო ჩვენი გალერეაც.
მომავალ შეხვედრამდე ჩვენს „ოქროს ბიჭების“ ფონდში.
1765
    

კომენტარები -
0

რეკლამა