„საქმემან შენმა გამოგაჩინოს“
დალი თორდინავა
„ლამაზია ცხოვრებაო“- უთქვამს ბრძენს და ჩვენც ხშირად ვიმეორებთ ლამაზია თავისი ავ-კარგით. და მას ლამაზ ადამიანები ხდიან, ის ადამიანები, რომლებსაც მიზნად ცხოვრების გალამაზება დაუსახავთ. ჩემი რესპოდენტიც ამ ადამიანებს მიეკუთვნება. რა იქნებოდა საწურთო ასეთი ადამიანების გარეშე? ალბათ შავთეთრი. ამ ადამიანებს შემოაქვთ ჩვენს ყოფაში ფერთა ეს პალიტრა.
ამური მაისაია, რომ გავიცანი ალბათ არც კი ვიფიქრებდი ამ ნიჰილიზმით გაჯერებულ ქვეყანაში კიდევ თუ დარჩნენ ასეთი ენერგიული, მოუსვენარი, ახლის მძებნელი

ფესვები - ამური მაისაია 1969 წლის იანვარში დაიბადა, მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში. მუდამ კირკიტა და მოუსვენარი სკოლაში 6 წლისა შეიყვანეს. არ ახალია თუ ვიტყვი ადამიანის პიროვნულად ჩამოყალიბდება ადრეული ასაკიდან ოჯახში იწყება. მამით ადრენ დაობლდა და ქვრივად დარჩენილმა დედამ „ოთარაანთ ქვრივივით“ სიმკაცრის ნიღაბი მოირგო, რომ დაობლებული ვაჟები არ გაეთამამებინა. აღზრდის საქმეში ღმერთმა კეთილშობილი მაზლი გამოუგზავნა.
ამურის ბიძამ, საჯარო სამსახურის დამსახურებულმა პიროვნებამ, ჯემალ მაისაიამ მთელი ყურადღება ობოლ ძმიშვილებზე გადაიტანა და ადრე დაქვრივრებულ რძალს ფარად დაუდგა.
ამური, საერთო ბაასში ხშირად ამბობს: მთელი ცხოვრება ვფიქრობდი ის გამეკეთებინა და ისე მოვქცეულიყავი, ბიძისათვის რომ მესიამოვნებინაო. როცა ბავშვობაში ან

ცხოვრების გზები - 1984 წელს 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა ფოთის პროფესიულ - ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფოთის პროფესიულ - ტექნიკური სასწავლებელი, რესპუბლიკაში თუ ერთად-ერთი არა ერთერთი მაინც იყო რომელიც, დისციპლინით, მაღალ კვალფიციური კადრებით და აკადემიური მოსწრებით რესუბლიკაში გამოირჩეოდა. ამ სასწავლებლის კურს დამთავრებულები კავშირის მრავალ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებდნენ სწავლას. 1987 წელს დაამთავრა თუ არა სასწავლებელი, როგორც იმ დროს ყველა ახალგაზრდა, სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. გაიარა 2 წლიანი სამხედრო, სავალდებულო სამსახური, ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესუბლიკაში, სახმელეთო ჯარში, იყო ოცეულის მეთაურის მოადგილე. მისმა ხასიათმა აქაც გამოაჩინა ქართველი ახალგაზრდა. 16 სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდა მსახურობდა და ამური მუდამ მოწინავე პოზიციაზე იყო. ალბათ ამიტომაც გამოარჩიეს და პარტიის რიგებში წევრობა შესთავაზეს და იმავე დღეს გასაუბრებაზეც უხმეს.
- წარმოიდგინე რა დღეში ჩავარდებოდი, არც კი ვიცოდი რას მკითხავდნენ. საუბარში გამოიკვეთა რომ ჯარისკაცების სულიერ სამყაროს, აზროვნებას დავკვირვებოდი და საგანგაშო

„სადაც არის ბედი შენი...“
1990 წელს მუშაობს იწყებს ფოთის დამოუკიდებელ გასამხედროებულ სახანძრო რაზმში მეხანძრედ. 1991 წელს იგი უკვე სახანძრო სამსახურში ათეულის მეთაურია. 1991 წელს თბილისის სახანძრო სასწავლო ცენტრში გადის მეთაურთა კურსებს და პარალელურად სწავლას აგრძელებს ი.ვეკუას სახელობის სოხუმის ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1992-2001 წლამდე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ინსპექტორია. შემდეგ უფროსი ინსპექტორი. ისევ რეორგანიზაცია და დამოუკიდებელი გასამხედროებული სახანძრო სამსახური, თვითმმართველი ფოთის მერიის სახანძრო სამაშველო სამსახურია და ამური ოცეულის მეთაურია. სწორედ იმ დროს ქალაქში ერთ-ერთ არქიტექტურულ ძეგლს ყოფილ ქალაქის მე-3-ე საშუალო, ხოლო შემდეგ სკოლა-ლიცეუმს განადგურება დაემუქრა. სხვენის სათავსოში ხანძარი გაჩნდა. დიდი დაკვამლიანების გამო რთულდებოდა

2007 წლიდან სახანძრო სამაშველო განყოფილების უფროსია.
ჰობი - როცა ადამიანს, სიცოხცლის ყოველი წუთის მაქსიმალურად გამოყენება სურს, ყოველთვის, ყველაფრისთვის აქვს დრო. ასეა ამურის ცხოვრებაშიც. უყვარს წიგნები და კითხვა. გამორჩევით მსოფლიო დეტექტივი და ისტორია. სამსახურიდან დაბრუნებული თავის ოთახში განმარტოება, კითხვა, სიტყვებთან ჭიდილი და ფიქრი თავისი იდეის განხორციელების გზებზე. ბევრმა კითხვამ ნაყოფი გამოიღო და ახლა თავად გაუჩნდა დიდი სურვილი წერისა. ბევრი ფიქრი და უძილო ღამე უთენია თუ როგორ შეესხა

აქვე მინდა დავამატო რომ ამურის ეს საინტერესო იდეა საქართველოში პირველია და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ იგი მთელი ქალაქის მხარდაჭერას და თანადგომას იმსახურებს. ახლაც ვერ გავიმართლებთ თავს „ქვეყანას უჭირსო“.
ლამაზი ოჯახი, ქვეყნის სიძლიერის საძირკველია.
რაც მეტი კარგი, ჯანსაღი წელგამართული ოჯახები ეყოლება ქვეყანას, მით მეტად გაძლიერდება და მიმზიდველი იქნება საქართველოც. რადგან ოჯახი ხალხის სახეა.

ოჯახს ორი ლამაზი ფერია ეზრდება.
უფროსი ანა - სტუდენტია, სწავლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე.
უმცროსი მაგდა - ფოთის №15 საჯარო სკოლის მე-7-ე კლასელია და მამასაც გვერდში უდგას, „ეხმარება“ კორესპოდენციების შედგენა დაკაბადოება, გაფორმებაში.
უფალო! უმრავლე საქართველოს ასეთი ჯანსაღი, თავდადებული ოჯახები რადგან ესაა ქვეყნის სიმდიდრეც და წინსვლის გარანტიც.
ჩვენ ასევე გირჩევთ

07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18

კომენტარები -0