ბედთან წილნაყარი კაცის ცხოვრება
დალი თორდინავა
სრული ჭეშმარიტებაა რომ ადამიანის ბედი მის დაბადებამდე წყდებაო. ამის მაგალითია ჩემი რესპოდენტი, როცა გავიგე ვინ იყვნენ მისი მშობლები.

დედა - ნანა ადამია, მშვიდი, ზედმეტ სიტყვას რომ არ იტყოდა ისეთი პიროვნება ბავშვთა პოლიკლინიკაში უფროსი მედდა იყო და რა გასაკვირია, ბორისიც კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მაგრამ ასე ზღვა წარმატებებისა ფორტუნის წყალობაცაა. დავცქერი მისი მეგობრების უთბილეს დახასიათებებს და ვფიქრობ, ბორისს სხვა გზა რომ აერჩია, თუ გახდებოდა ასე ბედის ნებიერი. არ ვიცი, ის წესრიგიანი და სიახლის წვდომითაა დაჯილდოებული და წარმატებას ყველგან მიაღწევდა. და მაინც...
1982 წელს დაამთავრა ფოთის მეხუთე საშუალო სკოლა, ეს ის დროა როცა ახალგაზრდა თაობას „ვაჟკაცური“ პროფესიებისკენ სულაც არ მიუწევთ გული, ის კი, სკოლის მერხიდან პროფესიონალურ სახანძრო რაზმში, მეხანძრედ იწყებს მუშაობას. ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამოცდებს აბარებს სახანძრო ტექნიკურ სასწავლებელში, ქ.ხარკოვში რომელიც დაამთავრა სახანძრო ტექნიკოსის პროფესიით და მიენიჭა შინაგანი სამსახურის ლეიტენანტის წოდება და განაწილებით ხობის სახანძრო რაზმში ინსპექტორის

ამიტომაც გამოარჩიეს კოლეგებმა. აი, რას ვკითხულობთ მის შესახებ წიგნში: „არავინ და არაფერია დავიწყებული“ 1992 წ.
„საქმისადმი ობიექტური მიდგომა, პრიციპულობა. საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა, აი, რა არის მისი დამახასიათებელი თვისებები. აკი ამიტომაცაა, რომ მას ხშირად უწევს მონაწილეობა მეზობელ რაიონებსა და ქალაქებში რესპუბლიკის სახანძრო დაცვის სამმართველოს მიერ ორგანიზებულ კომპლექსურ შემოწმებაში... მას 1989 წელს, ფოთის სახანძრო დაცვის გარნიზონში ერთადერთს მიენიჭა „პროფესიაში საუკეთესოს“ წოდება...
ბ.მაკალათია სულ 23 წლისაა, როგორც ჩანს, მისი პირველი წარმატებები მხოლოდ სტარტია, კარგად აღებული სტარტი...“
დიახაც, კარგად აღებული სტარტი წარმატების სათავე გახდა 1994 წელს აწინაურებენ უფროს ინსპექტორად, პარალელურად კურირებს პროფილაქტიკის განყოფილებას.
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ რომ მას პედაგოგიური სამსახურიც ხელეწიფება. იგი ქალაქის განათლების განყოფილების რეკომენდაციით ასწავლიდა სამოქალაქო თავდაცვას ქალაქის მე-6-ე საშუალო სკოლაში.
როგორც ნიჭიერი, საქმის მცოდნე სპეციალისტი 1996 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ახლად შექმნილი დაცვის სამსახურის, უფროსად ინიშნება ამ თანამდებობაზე მუშაობისას მან შექმნა მობილური და ბრძოლისუნარიანი სახანძრო დაცვა. მონაწილეობდა ყველა მნიშვლენოვანი ხანძრების ლიკვიდაციაში აქვე ავღნიშნავ რომ ამ დროს აქვს მაიორის წოდება.

დავცქერი სამსხურის მეგობრების წერილებს: ლევთერ ჭოჭუასა და ამური მაისაიას, რამდენი სითბოდა სიყვარულია მათ დახასიათებაში და ერთგვარი სიამაყეც, რომ დარგში ჰყავთ ასეთი ადამიანი.
მართლაც დაუფასდა ბატონ ბორის საქმის სიყვარული და თავდადება. იგი დაჯილდოებულია პრეზიდენტის მიერ მედლით: „საბრძოლო დამსახურებისათვის“. შს მინისტრის სამივე ხარისხის მედლით „უმწიკლო სამსახურისათვის“. ასევე ვერცხლის სამკერდე ნიშნით „ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ერთგულებისათვის“. 2012 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში შექმნა უსაფრთხოების დეპარტამენტი რომლის სუპერვაიზერადაც დაინიშნა ბ.მაკალათია, თან პარალელურად კურირებს ნავსადგურის სახანძრო დაცვის სამსახურს. იგი დღეს თადარიგის პოლიციის ვიცე პოლკოვნიკია.
ამ, საქმეზე გადაგებული კაცის ცხოვრებას, მხოლოდ საქმეში ვერ წარმოვაჩენ, რადგან მას ჰყავს შესანიშნავი ოჯახი. მეუღლე და ორი შვილი.

ქალიშვილი - ბელა (მამიდის სხენია) მუშაობს აფთიაქში, ფარმაცევტად.
ვაჟიშვილი- ვახტანგი, ბათუმის საზღვაო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტია.
ერთი შტრიხი გამომრჩა ბატონი ბორისის დაუდგრომელი ხასიათის დასაგვირგვინებლად, სამსახურის პარალელურად მან დაამთავრა სოხუმის ი.ვეკუას სახელობის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
დღეს ბატონი ბორისი იმ ასაკშია რომ იტყვიან „მზე შუბის ტარზე“ - ოდა მისგან მისი მეგობრებიც კიდევ ბევრს ელიან. ჩვენ წარმატებებისა და წინსვლას ვუსურვებთ რადგან ადამიანის შესაძლებობათა ზღვარი ჯერ კიდევ შეუცნობელია.
ჩვენ ასევე გირჩევთ

07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18

კომენტარები -0