უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები ტყის ხანძრის ჩაქრობისას » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები ტყის ხანძრის ჩაქრობისას

უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები ტყის ხანძრის ჩაქრობისას

ტყის ხანძრების ჩაქრობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს, კერძოდ:
- ხანძრის ზონაში სამუშაოების ორგანიზებისას, ხანძრის ჩაქრობის ყველა მონაწილეს უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკის შესახებ;
- ხანძრის ჩაქრობის ყველა მონაწილე უნდა იყოს უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით, ჩაჩქანით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. აუცილებელია პირადი შემადგენლობის კვების პროდუქტებით და სასმელი წყლით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, ჭრილობის და დამწვრობის შემთხვევებში;
- თითოეულ ჯგუფს უნდა ახლდეს გამცილებელი, რომელიც კარგად იცნობს შემთხვევის ადგილმდებარეობას, გზირი (მეთვალყურე), რომელიც თვალს ადევნებს ცეცხლის გავრცელებას, ხეების ვარდნას და უზრუნველყოფს კავშირს ხანძრის ჩაქრობის ოპერატიულ შტაბთან;
- ხანძრის ჩაქრობის თითოეულმა მონაწილემ უნდა იცოდეს მოსალოდნელი ცეცხლისაგან თავშესაფარი, მათთან მისასვლელი და ხანძრის ზონიდან საევაკუაციო გზები და ხანძრის ადგილის დამახასიათებელი ორიენტირები;
- ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო ტექნიკის გამოყენებისას საჭიროა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა, ხანძრის ჩაქრობისას სახანძრო ავტომობილები უნდა განლაგდეს წვის ადგილიდან არანაკლებ 100 მ მანძილზე, სახანძრო ტექნიკას უნდა გააჩნდეს სწრაფი ევაკუაციის საშუალებები (საწევარი, ტრაქტორი და სხვა ტექნიკა);
- აკრძალულია მეხანძრეებისათვის ღამის საათებში დასასვენებელი ადგილების მოწყობა ტყისა და ტორფის ხანძრების წვის გავრცელების ფრონტის წინ და სახანძრო ტექნიკის დატოვება იმ ადგილებში, სადაც ღამის განმავლობაში საშიშ მანძილზე მოახლოებულმა ცეცხლმა შეიძლება მოჭრას უკან დასახევი გზები ან შექმნას დაკვამლიანების ისეთი პირობები, როდესაც სახანძრო ავტომობილის ძრავა კარგავს სიმძლავრეს ჰაერში ჟანგბადის სიმცირის გამო;
- “შემხვედრი ცეცხლის” გაშვების მეთოდით პურის მასივების და ტყის ხანძრების ჩაქრობისას ხანძრის ფრონტსა და საყრდენ ზოლს შორის აკრძალულია ადამიანთა ყოფნა და ტექნიკის განთავსება. დაუშვებელია თვითნებური სვლა ხანძრის მხარეს (განაკაფზე, ზღუდეზე), ხანძრის ერთი უბნიდან მეორეზე გადანაცვლება ან ცალკეული პირების ჯგუფიდან მოწყვეტა და მნიშვნელოვან მანძილზე დაშორება, ტორფის ველებზე რეკომენდებულია ჯგუფურად მოძრაობა (არანაკლებ ორი კაცისა);
- აკრძალულია ადამიანების დაშვება ხანძრზე მისი განვითარების მნიშვნელოვანი სიჩქარისას, დასასვენებელი ადგილები უნდა მოეწყოს ხანძრის გვერდზე და მაღლობზე, წინასწარ უნდა განისაზღვროს საყრდენი პუნქტების განლაგების ადგილები – ხანძრის შემთხვევაში უკან დასახევი გზის მითითებით, აუცილებელია უბნებზე ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე პირადი შმადგენლობის ზუსტი აღრიცხვა, ვითარების შეცვლისას უნდა გამოიყოს პასუხისმგებელი პირი რომელიც უზრუნველყოფს ყოველი შემდეგი განკარგულების შესრულებას.

ოპერატიულ თანამდებობის პირებს შეუძლიათ გადაუხვიონ ამ წესებში მოყვანილ მოთხოვნებს, მხოლოდ გამართლებული რისკის პირობებში, როდესაც ამ მოთხოვნების უპირობო შესრულება არ იძლევა სახიფათო სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანებისათვის დახმარების გაწევის, აფეთქების (ჩამონგრევის) ან ცეცხლის გავრცელების (სტიქიური უბედურების მასშტაბის) საშიშროების თავიდან აცილების შესაძლებლობას

კითხვები:
უსაფრთხოების ტექნიკის რა ძირითადი მოთხოვნები უნდა იცოდეს ტყის ხანძრის ჩაქრობის მონაწილეებმა
1143
    

კომენტარები -
0

რეკლამა