განსაკუთრებულად რთული ტყის ხანძრების ჩაქრობის ორგანიზება » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» განსაკუთრებულად რთული ტყის ხანძრების ჩაქრობის ორგანიზება

განსაკუთრებულად რთული ტყის ხანძრების ჩაქრობის ორგანიზება

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფებიდან ან სხვა ორგანიზაციებიდან რთული ტყის ხანძრების შესახებ შეტყობინების მიღებასას სხვადასხვა ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების სახანძრო–სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმას უზრუნველყოფს საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.
განსაკუთრებულად რთული ხანძრების ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო–სამაშველო დანაყოფების სხვადასხვა სახეობების მოქმედების მაკოoრდინირებელი ფუნქციები ეკისრება შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს.
საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს ძალებისა და საშუალებების ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამუშაოების ჩასატარებლად მოზიდვის წესი, აგრეთვე საქართველოს სახანძრო–სამაშველო ძალებისა და საშუალებების საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლის წესი რეგულირდება შეთანხმებით _ საგანგებო სიტუაციებში ურთიერთდახმარების შესახებ.
რთული ტყის ხანძრების ეფექტური ჩაქრობის მიზნით შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში იქმნება ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული მართვის ორგანო (შემდგომში ოპერატიული შტაბი), რომელსაც ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი.
ტყის ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების ორგანიზაცია და დანაყოფების მოქმედება დამოკიდებულია ხანძრის შესახებ მიღებული ინფორმაციის სისრულეზე. დაზვერვას აწარმოებს პირადად ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი (შემდგომში – ხჩხ) სახანძრო დაცვის მუშაკთა დამხმარებით, რომლებიც არსებული საშუალებების გამოყენებით არკვევენ ხანძრის სახეობას, მისი გავრცელების სიჩქარესა და მიმართულებას, ბუნებრივ და ხელოვნურ დაბრკოლებებს ცეცხლის გავრცელების გზებზე (ტბები, მდინარეები, ნაკადულები, ჭაობები, მდელოები, წყვეტილები, განაკაფი, არხები, მინერალური სარტყელები და ბილიკები, ხანძარმედეგობის და განსაკუთრებით ხანძარსაშიშ ან მეტი ღირებულების მქონე უბნები).
დაზვერვის მონაცემების საფუძველზე ხჩხ შეიმუშავებს ხანძრის ჩაქრობის გეგმას, განსაზღვრავს გადამწყვეტ მიმართულებას, გამოყოფს საბრძოლო უბნებს, ადგენს ჩაქრობისათვის აუცილებელ ძალებს და საშუალებებს და შეარჩევს ყველაზე უფრო მიზანშეწონილ და შესრულებად ხერხებს და საშუალებებს.
ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული მართვის ორგანოები იქმნება რთული ტყის ხანძრების შემთხვევაში. იგი კომპლექტდება შსFსამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობით. შტაბის შემადგენლობას აკომპლექტებს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი.
ოპერატიული შტაბის მუშაობას ხელმძღვანელობს მისი უფროსი, რომელიც ამასთანავე არის ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოადგილე. ოპერატიული შტაბის შემადგენელობაში შედის: შტაბის უფროსი, შტაბის უფროსის მოადგილე, ზურგის უფროსი, კავშირგაბმულობის ხელმძღვანელი, მეკავშირე, გარემოს დაცვის, სატყეო დეპარტამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ შერჩეული სხვა პირები. ოპერატიული შტაბის მუშაობა ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის განკარგულებისა და მითითებების საფუძველზე.
ოპერატიული შტაბის ძირითადი ამოცანებია
- ხანძარზე მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეკრება, დამუშავება და ანალიზი;
- საჭირო ძალებისა და საშუალებების, ჩაქრობის მეთოდების, ძირითადი მიმარ-თულების განსაზღვრა;
- დასახული ამიცანის შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
- ხანძრის ჩაქრობის მოქმედებათა მომზადების ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა;
- მოზიდული ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა, მათი განთავსება სამოქმედო უბნებზე (სექტორებზე), დოკუმენტაციის წარმოება;
- ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნა;
- კავშირგაბმულობის და აირკვამლდამცავი (თუ აუცილებელია) ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფა;
- ხანძარზე “სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების წესების” შესრულების უზრუნველყოფა (შს მინისტრის 2009 წლის 18 მა¬ისის #649 ბრძანება).

ოპერატიული შტაბის განთავსება ხდება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი მართვისთვის საჭირო ყველა მოწყობილობით

მონაცემების ანალიზის საფუძველზე ხჩხ განსაზღვრავს გადამწყვეტ მიმართულებას და გამოყოფს უბნებს (სექტორებს).
ხანძარზე შექმნილი ვითარების შესაბამისად უბნები შეიძლება განისაზღვროს:
- დასახლებული პუნქტის მხრიდან;
- უფრო მეტი ღირებულების მქონე ტყის მასივის მხრიდან;
- ხის დამუშავების და ტორფიანი ველების მხრიდან;
- ცეცხლის გავრცელების ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლებების (ზღუდეების) მხრიდან (ტბები, მდინარეები, ნაკადულები, ჭაობები, მდელოები, წყვეტილები, განაკაფები, არხები, ბილიკები და სხვა).

მოქმედების უბანი - ხანძრის ადგილზე ტერიტორიის ის ნაწილი რომელზედაც თავმოყრილია დასახული ამოცანით და ერთიანი ხელმძღვანელობით გაერთიანებული ძალები და საშუალებები

მოქმედების უბანი იქმნება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოქმედების ჩატარების ადგილზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
როგორც წესი ხანძარზე ხუთი ან მეტი უბნის შექმნისას იქმნება სექტორები, რომლებიც აერთიანებენ რამოდენიმე უბანს. ხანძრის ჩაქრობის უბანს ხელმძღვანელობს უბნის ხელმძღვანელი, სექტორში _ სექტორის უფროსი. უბნების და სექტორების უფროსები ინიშნება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ.
ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ვალდებულია:
- უშუალოდ ან ოპერატიული შტაბის მეშვეობით უზრუნველყოს ხანძრის დროს მის განკარგულებაში არსებული ძალებისა და საშუალებების მართვა;
- დაადგინოს ტერიტორიის საზღვრები, სადაც მიმდინარეობს მოქმედებები, აღნიშნული მოქმედებების რიგითობა და თავისებურებები;
- განახორციელოს ხანძრის დაზვერვა, განსაზღვროს ძირითადი მიმართულებები, ხანძრის ლიკვიდაციისათვის მოიზიდოს საჭირო რაოდენობის ძალები და საშუალებები;
- მიიღოს ხანძარზე ადამიანთა და მათი ქონების, ტყის მასივებისა და კომუნიკაციების გადარჩენის გადაწყვეტილებები, მათ შორის რომლებიც ხანძრის ტერიტორიაზე ზღუდავენ თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა უფლებებს;
- ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებებით განახორციელოს მოზიდული ძალებისა და საშუალებების განთავსება;
- უზრუნველყოს ცეცხლმაქრი ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდება;
- მიიღოს გადაწყვეტილება ხანძარზე აუცილებლობის შემთხვევაში აირკვამლდამცავი რგოლის, ასევე სხვა სპეციალური სამსახურების მონაწილეობის შესახებ;
- უზრუნველყოს კავშირგაბმულობის სისტემების მუშაობას ხანძარზე;
- უზრუნველყოს ინფორმაციის მომზადება და გადაცემა ზემდგომ ორგანოებში;
- უზრუნველყოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულება, ხანძრის ჩაქრობის მონაწილეებს მიაწოდოს ონფორმაცია მათი სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის შექმნილი საფრთხის შესახებ;
- უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობაში დადგენილი წესით მოზიდული სამსახურების დანაყოფებთან ურთიერთობა;
- გასცეს შესასრულებლად სავალდებულო განკარგულელება იმ ტერიტორიაზე სადაც ხორციელდება ძირითადი მოქმედებები;
- დანიშნოს და გაათავისუფლოს მოვალეობის შესრულებისაგან ხანძარზე ოპერატიული თანამდებობების პირები;
- მიიღოს საჭირო ინფორმაცია ადმინისტრაციისა და სასიცოცხლო უზრუნველყო¬ფის სამსახურებიდან;
- მიიღოს გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის, უბნებისა და სექტორების შექმნაზე, დამატებითი ძალებისა და საშუალებების მოზიდვაზე, აგრეთვე მათი განთავსების ადგილის შეცვლაზე;
- განსაზღვროს სახანძრო–სამაშველო დანაყოფების, მოზიდული ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფების, ასევე ხანძრის კერიდან გაყვანის წესი.
ოპერატიული შტაბის უფროსი
ოპერატიული შტაბის უფროსი ემორჩილება უშუალოდ ხჩხ. ოპერატიული შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს შტაბის მუშაობას, უზრუნველყოფს ოპერატიულ შტაბზე და მოქმედების უბნებზე გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას, მათ შორის:
- დაზვერვის მონაცემების საფუძველზე ამზადებს და დროულად აწვდის ხჩხ წინადადებებს ხანძრის ჩაქრობის ორგანიზების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების, ძალებისა და საშუალებების საჭირო მარაგის შექმნის შესახებ;
- უზრუნველყოფს ხანძარზე მოზიდული ყველა სახის ძალებისა და საშუალებების განლაგებას;
- უზრუნველყოფს ხანძარზე შექმნილი ოპერატიული ინფორმაციის მომზადებას;
- უზრუნვალყოფს ცნობების შეგროვებას ხანძრის წარმოქმნის მიზეზების, გავრცელების და მის გაჩენაში დამნაშავე პირთა შესახებ.
ზურგის უფროსი
ზურგის უფროსი უშუალოდ ემორჩილება ოპერატიული შტაბის უფროსს. მის განკარგულებაში შედის ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ძალები და საშუალებები, რომლებიც არ არიან გაყვანილი სამოქმედო პოზიციებზე, მათ შორის ყველა სახის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სხვა მობილური ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე ცეცხლმაქრი ნივთიერებები, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება.
ზურგის უფროსი ვალდებულია გაუკეთოს ორგანიზება ზურგის მუშაობას ხანძარზე, მათ შორის:E
- ჩაატაროს წყლის წყაროების დაზვერვა, განსაზღვროს მათთან მისასვლელი გზები და მათი ხარისხი, დახვდეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკას და განათავსოს იგი წყლის წყაროებზე;
- განახორციელოს ხანძრის ჩაქრობისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების მარაგის თავმოყრა;
- უზრუნველყოს ცეცხლმაქრი ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში გაუკეთოს ორგანიზება სპეციალური ცეცხლმაქრი ნივთიერებების და მასალების მიწოდებას ხანძრის ადგილზე;
- უზრუნველყოს დანაყოფების პირადი შემადგენლობა სპეციალური ტანსაცმლით და სასუნთქი ორგანოების დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით;
- უზრუნველყოს სახანძრო ტექნიკის საწვავ-საპოხი და სხვა საექსპლუატაციო მასალებით მომარაგება;
- უზრუნველყოს მაგისტრალური სახელოიანი ხაზების დაცვა დაზიანებებისაგან;
- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სახანძრო და სხვა მანქანების და მოწყობილობების, სახანძრო–ტექნიკური შეიარაღების მუშაუნარიანობის აღდგენა;
- უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპეტენციის ფარგლებში გასცეს მითითებები;
- მოითხოვოს ხანძრის ჩაქრობის მონაწილეებისაგან, დასახელებული პუნქტების, ადგილობრივი თვითმართველობის, სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურების თანამდებობის პირებისაგან მათი მოვალეობის, ოპერატიული შტაბის და საკუთარი მითითებების შესრულება;
- მიაწოდოს წინადადებები ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნის შესახებ.
უბნის (სექტორის) უფროსი
უბნის (სექტორის) უფროსი ემორჩილება უშუალოდ ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს, უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას შესაბამის უბანზე და მუდმივად იმყოფება მის ტერიტორიაზე, რომელსაც ტოვებს მხოლოდ ხჩხ ნებართვით. უბნის უფროსს ემორჩილებიან ხანძრის ჩაქრობის მონაწილენი, რომლებიც მიმაგრებულნი არიან უბანზე ან სექტორზე.
უბნის (სექტორის) უფროსი ვალდებულია:

- ჩაატაროს ხანძრის დაზვერვა, მოახსენოს მისი შედეგები ხჩხ;
- უზრუნველყოს ადამიანთა და ქონების გადარჩენა მიმაგრებულ უბანზე; ჩაატაროს ძალებისა და საშუალებების განთავსება, გადაჯგუფება უბანზე;
- უზრუნველყოს ცეცხლმაქრ ნივთიერებათა მიწოდება მელულის პოზიციებზე;
- უზრუნველყოს კავშირგაბმულობის გამართული მუშაობა მიმაგრებულ უბანზე;
- საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ძალები და საშუალებები დასახული ამოცანების შესასრულებლად;
- დადგენილი წესით გაუკეთოს ორგანიზება უბანზე აირკვამლ¬დამცავი რგოლის და სხვა სამსახურების მუშაობას;
- უზრუნველყოს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულება, მიაწოდოს ინფორმაცია ხანძრის ჩაქრობის მონაწილეებს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შესახებ;
- კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესრულებისათვის აუცილებელი მითითებები უბანზე;
- გააუქმოს ან შეაჩეროს ადრე გაცემული მითითებების შესრულება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის (მათ შორის ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთათვის) აშკარა საშიშროების შექმნის შემთხვევაში;
- მიიღოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელისგან, ოპერატიული შტაბიდან, ადმინისტრაციიდან, სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებიდან ხანძრის ჩაქრობის ორგანიზებისათვის საჭირო ინფორმაცია;
- დაადგინოს უბნიდან სახანძრო–სამაშველო დანაყოფების, სხვა მოზიდული ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფება-გაყვანის რიგითობა.

მეკავშირე

მეკავშირე – ხანძრის ჩაქრობის მონაწილე, რომლის ამოცანაა ხანძრის ადგილზე თანამდებობის პირთა შორის ინფორმაციის გადაცემა, მეკავშირე ინიშნება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის (შტაბის უფროსის) და უბნის (სექტორის) უფროსის მიერ

მეკავშირე ვალდებულია:
- დროულად, არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებით გა-დასცეს უყტუარი ინფორმაცია ადრესატებს;
- უზრუნველყოს კავშირგაბმულობის წარმოების წესები;
- აწარმოოს გადასაცემი (მიღებული) ინფორმაციის აღრიცხვა.

კითხვები:
ჩამოთვალეთ თანამდებობის პირების მოვალეობანი რთული ტყის ხანძრების ჩაქრობისას:
ზურგის უფროსი
უბნის (სექტორის) უფროსი
მეკავშირე
1141
    

კომენტარები -
0

რეკლამა