დისპეტჩერი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

დისპეტჩერი

(ფუნქცია მოვალეობა)

1.უმცროსი ინსპექტორი (დისპეტჩერი)უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას.
2. უმცროსი ინსპექტორი (დისპეტჩერი) ემორჩილება მორიგე ცვლის უფროსს, აგრეთვე ინციდენტების მართვის განყოფილებას. იგი პასუხისმგებელია მიღებული შეტყობინების სიზუსტეზე, გადაცემაზე და რეგისტრაციაზე, გამოძახების ადგილზე სახანძრო სამაშველო ტექნიკის დროულ გაგზავნაზე, დაინტერესებული თანამდებობის პირების დროულ ინფორმირებაზე.
3. უმცროსი ინსპექტორი (დისპეტჩერი) ვალდებულია:
ა) მორიგეობის დაწყებისას მიიღოს სამორიგეო ოთახში არსებული დოკუმენტაცია, ქონება და ტექნიკური საშუალებები ნუსხის მიხედვით;
ბ) მორიგეობის დაწყებისას შეამოწმოს კავშირგაბმულობის კვანძში არსებული ტექნიკური საშუალებების მუშაობა, იქონიოს ისინი გამართულ მდგომარეობაში, შედეგები მოახსენოს მორიგე ცვლის უფროსს;
გ) ვალდებულია იცოდეს დანაყოფში არსებული სახანძრო -სამაშველო ტექნიკის, შეიარაღებისა და დანადგარების ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები;
დ) შეასრულოს სახანძრო უსაფრთხოებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების ექსპლუატაციის წესების მოთხოვნები;
ე) არ დაუშვას სამორიგეოში უცხო პირთა შესვლა, გარდა მორიგე ცვლის უფროსისა და იმ პირებისა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კავშირგაბმულობის საშუალებათა ტექნიკურ მომსახურებაზე;
ვ) იცოდეს რაიონის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ოპერატიული ვითარება, აგრეთვე იმ საწარმოთა ნუსხა, რომლებზეც შედგენილია ხანძრის ჩაქრობის გეგმები, ბარათები და იგზავნება სახანძრო-სამაშველო დანაყოფები ხანძრის მაღალი ნომრით, მნიშვნელოვანი და ფეთქებად-ხანძარსაშიში ობიექტების განლაგების ადგილები, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება, უწყლო რაიონები (უბნები), გასასვლელები;
ზ) იქონიოს მუდმივი კავშირი სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან;
თ) აწარმოოს საბავშვო და სამკურნალო დაწესებულებებში ღამის საათებში მყოფ ადამიანთა აღრიცხვის ჟურნალი;
ი) გზების გადაკეტვის, წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის მწყობრიდან გამოსვლისა და ოპერატიული ვითარების სხვა ცვლილების შესახებ შეტყობინების მიღებისას ვალდებულია ინფორმაცია მოახსენოს მორიგე ცვლის უფროსს, ინციდენტების მართვის განყოფილების უფროს ინსპექტორს და შეიტანოს ინფორმაცია შესაბამის ჟურნალში (შემდგომში ინციდენტების აღრიცხვის კომპიუტერულ პროგრამაში);
კ) ტელეფონით ყველა გამოძახებაზე დაუყოვნებლივ უპასუხოს: „გისმენთ“ –(დასახლებული პუნქტის დასახელება), (მაგ. გარდაბანი-სახანძრო-სამაშველო გისმენთ);
ლ) ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დადგენილი წესით ჩართოს განგაშის სიგნალი;
მ) შეავსოს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გამოძახების ადგილზე გასვლის საგზურის აუცილებელი ველები და ხელი მოაწეროს. ტექნიკის შემთხვევის ადგილზე გაგზავნის შემდეგ გადაამოწმოს ზარი ინიციატორთან, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით;
ნ) დადგენილი წესის შესაბამისად ინფორმაცია შეიტანოს შესაბამის ჟურნალში (შემდგომში ინციდენტების აღრიცხვის კომპიუტერულ პროგრამაში) შეტყობინების შინაარსი და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
ო) რაიონის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ან სხვა საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის მიღებისას დადგენილი წესის შესაბამისად შეატყობინოს ცვლის უფლებამოსილ პირს და ინციდენტების მართვის განყოფილებას;
პ) რაიონის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დადგენილი წესის შესაბამისად დაუყოვნებლივ შეატყობინოს ინციდენტების მართვის განყოფილებას და იმ დანაყოფის ოპერატორს, რომლის გასვლის რაიონშიც დაფიქსირდა ინციდენტი, აღნიშნულის შესახებ მოახსენოს მორიგე ცვლის უფროსს;
ჟ) ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოთხოვნით გაარკვიოს, გამოძახების ადგილზე ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკური თავისებურებანი;
რ) უზრუნველყოს უწყვეტი კავშირი ინციდენტების ლიკვიდაციაში მონაწილე დანაყოფებთან, შემთხვევის ადგილებიდან შემოსული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინციდენტების მართვის განყოფილებას. აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დადგენილი წესის შესაბამისად მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის გამოძახება;
ს) უზრუნველყოს მორიგე ცვლის პრაქტიკული მეცადინეობების აღრიცხვა შესაბამის ჟურნალში (შემდგომში ინციდენტების აღრიცხვის კომპიუტერულ პროგრამაში). აგრეთვე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის საბრძოლო გათვლიდან მოხსნის (ტექნიკური გაუმართაობის და სხვა მიზეზის გამო) შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინციდენტების მართვის განყოფილებას ;
ტ) დაიცვას ჰიგიენა, იყოს მოწესრიგებული, პირნათლად შეასრულოს თავისზე დაკისრებული მოვალეობანი;
უ) დაიცვას ეთიკა და სუბორდინაციის ნორმები, არ შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
ფ) შეასრულოს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებები და მითითებები.
2049
    

კომენტარები -
0

რეკლამა