ინსპექტორი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ინსპექტორი

(ფუნქცია მოვალეობა)

1.ახორციელებს დაგეგმვისა და ზედამხედველობის სფეროში ფორმალიზირებული დოკუმენტებისა და ინსტრუქციების მომზადებასა და ადრესატებამდე მიწოდებას.
2.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
3.ახორციელებს რეგიონის ტერიტორიაზე განვითარებული საგანგებო სიტუაციების ისტორიულ ანალიზს და მრავალწლიური ნორმების იდენტიფიცირებას, მონაცემების მუდმივ განახლებას.
4.ახორციელებს სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტების საბაზისო მონაცემების შექმნას, მათ სისტემატიურ კორექტირებას და განახლებას.
5.მონაწილეობს სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტების მომზადებაში.
6.მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის საჭირო ძალების და საშუალებების განსაზღვრაში, მათ გადამზადებაში და მათი საგანგებო სიტუაციების ზონაში მოზიდვის ორგანიზებაში.
7.მონაწილეობს ორგანიზაციებში და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთნებულ ობიექტებზე მომსახურე პერსონალის სპეციალურ მომზადებაში, განსაკუთრებულ პირობებში უსაფრთხო და სტაბილური საწარმოო პროცესების უზრუნველყოფის მიზნით.
8.ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
1970
    

კომენტარები -
0

რეკლამა