ინსპექტორი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ინსპექტორი

(ფუნქცია მოვალეობა)

1.ახორციელებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების სახანძრო-ტექნიკურ გამოკვლევა–შემოწმებას;
2.უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
3.გასცემს კონტროლის ობიექტების ხელმძღვანელებზე სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობას;
4.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის, პასუხისმგებლობის და სხვა გარემოებების (შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი) გათვალის¬წი¬ნებით;
5.მონაწილეობს მოსახლეობისათვის, ასევე მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებაში;
5.კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა-გამოკვლევას და ადმინისტრაციულ სამართალ¬დარღვევათა საქმეების წარმოებას;
6.სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ან/და მათი შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას, დროულად ახსენებს ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ განჩინების გამოსატანად სასამართლოსთვის მოტივირებულ მიმართვის მომზადებას;
7.კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დროულად უზრუნველყოფს საქართველოს შსს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებისათვის ხანძრის თაობაზე აქტის მიწოდებას შემთხვევის ფაქტზე წინასწარი შემოწმების ჩასატარებლად და გამოძიების დასაწყებად (ხანძრის გაჩენის მიზეზის და მის გაჩენასთან უშუალო კავშირის მქონე პირის, ხანძრით გამოწვეული ზარალის დასადგენად) და იღებს მათგან ინფორმაციას ხანძრებთან დაკავშირებული გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით;
8.ახორციელებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარ-ღვევათა საქმეების წარმოებას;
9.უზრუნველყოფს მომხდარი ხანძრებისა და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვისა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოებას;
10.აკონტროლებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი პროცედურების სათანადოდ შესრულებას;
11.ახორციელებს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებო დაწესებულებებში ხანძრის დროს ქცევის წესების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სწავლებას;
12.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სარგებლობს სხვა უფლებებით.
13.ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
1998
    

კომენტარები -
0

რეკლამა